ბიფოვალი® ფორტე / Bifoval® Forte

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიფოვალი® ფორტე / Bifoval® Forte-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):lactobacillus acidophilus, lactobacillus rhamnosus, bifidobacterium

ბიფოვალი® ფორტე / Bifoval® Forte-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
პრეპარატის ერთი კაფსულის შემადგენლობა:
-არანაკლებ 5 x 109 (5 ბილლ.CFU) ცოცხალი ლიოფილიზირებული ბაქტერიები:
Lactobacillus acidophilus 3,75×109 КОЕ
Lactobacillus rhamnosus 0,25×109 КОЕ
Bifidobacterium lactis 1×109 КОЕ
-ფრუქტოოლიგოსაქარიდები 13,3 მგ


ბიფოვალი® ფორტე / Bifoval® Forte კრემი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები
ბიფოვალი® ფორტე – პრო- და პრებიოტიკების კომპლექსი, აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას. ის შეიცავს,,სასარგებლო’’ ბაქტერიებს და მათ საკვებ ნივთიერებებს – ფრუქტოოლიგოსაქარიდებს – რაც საჭიროა სასარგებლო ბაქტერიების ნორმალური ზრდისა და გამრავლებისთვის.
ფრუქტოოლიგოსაქარიდები ზრდიან არა მხოლოდ სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას, არამედ ამცირებენ ანთებითი პროცესების წარმოქმნას ნაწლავში.
ბიფოვალი® ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ავლენენ რეზისტენტობას მჟავა გარემოს მიმართ და ადვილად ადჰეზირებენ ნაწლავის ეპითელში.
ბიფოვალი® ფორტეს ბაქტერიები, ნახშირწყლების დაშლის შედეგად, პროდუცირებენ მჟავებს (რძემჟავა, ქარვის მჟავა), რაც იწვევს ნაწლავის პH რეგულაციას და საკუთარი ბიფიდობაქტერიების განვითარებას.
-წარმოქმნის ანტიბიოტიკის მსგავს სუბსტანციას – ბაქტერიოცინებს. ამგვარად, ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები აჩვენებენ მაღალ ანტაგონისტურ აქტივობას პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ, ძირითადად თრგუნავენ სტაფილოკოკების, შიგელიების, როტავირუსების, პროტეუსების, ენტეროპათოგენული ნაწლავური ჩხირების სიცოცხლისუნარიანობას, თრგუნავენ მათ ადჰეზიას ნაწლავის ლორწოვან გარსზე.
-ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები თრგუნავენ საკვები ჰისტიდინის დეკარბოქსილირების პროცესს, შედეგად, ამცირებენ ჰისტამინის სინთეზს და კვებითი ალერგიის რისკს
-ბიფოვალი® ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ააქტიურებენ საჭმლის მონელების პროცესს. მონაწილეობენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ფერმენტულ დაშლაში და ნაღვლის მჟავებისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმის პროცესში.
-ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ახდენენ ამინომჟავების, პანტოტენის მჟავას, K ვიტამინის და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს, ხელს უწყობენ რკინის, კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვას.
-ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ზრდიან ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას და ახდენენ იმუნური სისტემის სპეციფიური და არასპეციფიური რგოლის სტიმულაციას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირების დროს სასარგებლო და დაავადებების გამომწვევი მიკრობების თანაფარდობა დაბალანსირებულია. დისბაქტერიოზის დროს ეს თანაფარდობა ირღვევა და მცირდება სასარგებლო მიკრობების რაოდენობა.
დისბაქტერიოზს იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკულ დაავადებები, ანტიბიოტიკებისა და ქიმიოპრეპარატების გამოყენება, არასრულფასოვანი კვება (კვების არასწორი რეჟიმი, დიეტა, შიმშილი, ავიტამინოზი, კონსერვანტები და კონსერვირებული საკვები), იმუნიტეტის დაწევა, ქლორირებული წყლის გამოყენება, არასასურველი ეკოლოგიური პირობები.
დისბაქტერიოზი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დიარეა, დისპეპსია (საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა), ყაბზობა, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა), გულისრევა, ბოყინი, ღებინება, მუცლის ტკივილი, შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანის მხრიდან.
ბიფოვალი® ფორტე ხსნის ყველანაირ დისკომფორტის შეგრძნებას მუცლის არეში და ეფექტურად იცავს ნაწლავების პრობლემებისაგან.

ჩვენება
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა;
-ანტიბიოტიკების, ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი;
-მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია;
-დისპეპსიური სიმპტომები (დიარეა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა);
-კვებითი ინტოქსიკაცია;
-კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალური მუშაობის დარღვევა (მაგალითად,,,მოგზაურის დიარეა”); კვების რაციონის შეცვლა;
-იმუნიტეტის და ორგანიზმის რეზისტენტობის შესუსტება დაავადებების მიმართ;
-ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები;
-კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, დუოდენიტი, გასტრიტი და სხვა).

გამოყენების წესი და დოზები
ბიფოვალი® ფორტეს მიღება რეკომენდებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე:
-12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
-5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში.
-5 წლამდე ასაკის ბავშვებში – ხდება 1/2 კაფსულის შემცველობის გახსნა წვენის ან დატკბილული სითხის მცირე რაოდენობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
თუ პაციენტი იღებს ანტიბიოტიკებს, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ანტიბიოტიკების გამოყენებამდე 1 საათით ადრე ან გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ითვლება, რომ პრეპარატი ბიფოვალი® ფორტეს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არის უსაფრთხო, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან რძის პროდუქტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არასასურველი ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ გამოიყენება ცხელ სასმელთან, ალკოჰოლურ სასმელთან ან კონსერვირებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად, რადგან შესაძლებელია სასურველი ეფექტის შესუსტება.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ:
-სხეულის ტემპერატურა არის 38°C მეტი;
-განავალში აღინიშნება სისხლისა და ლორწოს კვალი;
-დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი პერიოდი და თან ახლავს მწვავე ტკივილი მუცლის არეში, გაუწყლოვნება და წონაში კლება.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
არ არის რეკომენდებული საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატით საკვების ჩანაცვლება.

ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება შუქისაგან, ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #15

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Valentis AG. შვეიცარია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook