ბიცილინი-3 – BICILLINUM-3

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიცილინი-3 – BICILLINUM-3-ის საერთაშორისო დასახელება: ბენზათინ ბენზილპენიცილინი / BENZATHINE BENZYLPENICILLIN

ბიცილინი-3 – BICILLINUM-3-ის კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკი, პენიცილინი.


ბიცილინი-3 – BICILLINUM-3 აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:
ფლაკონში 10 მლ
1 ფლ.
ბენზათინ ბენზილპენიცილინი………   600000 სე

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბიცილინის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი ბენზილპენიცილინის მოქმედების სპექტრის ანალოგიურია. ბიცილინის მიმართ მგრძნობიარეა როგორც გრამდადებითი (Staphylococcus spp., გარდა პენიცილინაზას წარმომქმნელი, აგრეთვე Streptococcus spp., გარდა S. faecalis, Bacillus anthracis, Clostridium spp., Corynebacterium diphtheriae), ასევე გრამუარყოფითი კოკები (Neisseria gonorrhoae, Neisseria meningitidis), აგრეთვე Treponema pallidium.
პრეპარატის მოქმედების მიმართ მდგრადია გრამუარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობა, მიკობაქტერიები, სოკოები, ვირუსები, უმარტივესები.

ფარმაკოკინეტიკა:
ბიცილინი წარმოადგენს ბენზილპენიცილინის პროლონგირებელ ფორმას. მისი კუნთებში შეყვანისას კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება პრეპარატის დეპო. პრეპარატის მიღებიდან პირველ საათებში სისხლში აღინიშნება ბენზილპენიცილინის მაღალი კონცენტრაცია. ბიცილინი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით აღინიშნება თირკმელებში, ღვიძლში, ფილტვებში, ლორწოვან გარსებში, აქვს უნარი შეაღწიოს ფიბროზულ ქსოვილებში. ბიცილინი ძირითადად გამოიყოფა შარდით ბიოლოგიურად აქტიური ფორმით (50-70%), უმნიშვნელო რაოდენობით ნერწყვით, ოფლით, რძითა და ნაღველით.

ჩვენებები:
ბიცილინი-3 გამოიყენება იმ ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, აგრეთვე როდესაც აუცილებელია სისხლში პრეპარატის მუდმივი კონცენტრაციის ხანგრძლივად შენარჩუნება: სტრეპტოკოკური ფარინგიტებისა და ტონზილიტების, წითელი ქარის, ათაშანგის სამკურნალოდ; აგრეთვე გართულებული რევმატული დაავადებების გამწვავების პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:
ბიცილინი-3 შეყავთ მხოლოდ კუნთებში!
ვენაში პრეპარატის შეყვანა დაუშვებელია!
სუსპენზია მზადდება ასეპტიკურ პირობებში უშუალოდ გამოყენების წინ. ბიცილინი-3 შემცველ ფლაკონში შეყავთ 5-6 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ან საინექციო სტერილური წყალი, ან ნოვოკაინის 0,25-0,5 % ხსნარი, შემდეგ შეანჯღრევენ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე, რომელიც მოზრდილებში შეყავთ დუნდულოს ზემო გარეთა კვადრანტში ღრმად, 600000 სე დოზით 6 დღეში ერთხელ. ბიცილინი-3 სუსპენზიის შეყვანამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვში. სისხლის გამოსვლის შემთხვევაში ნემსი აუცილებელია ამოვიღოთ და ინექცია ვაწარმოოთ სხვა ადგილას.

გვერდითი მოვლენები:
მოსალოდნელია ადგილობრივი და გენერალიზებული ალერგიული რეაქციები: სტომატიტი, გლოსიტი, ურტიკარია, ცხელება, ართრალგია, ანგიონევროზული შეშუპება, პოლიმორფული ერითემა, ანაფილაქსიური შოკი.
პაციენტები, რომლებსაც პრეპარატის მიმართ აღენიშნებოდათ მომატებული მგრძნობელობა უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის და უშუალოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ რეაქტიული მოვლენების სრულ გაქრობამდე. მძიმე შემთხვევებში ინიშნება: 0,1% ატროპინის ინექცია – 0,5-0,6 მლ. ნიშადურის სპირტის შესუნთქვა; 0,1% ადრენალინის ინექცია 1 მლ ან 5% ეფედრინის 1 მლ; 2% სუპრასტინის ინექცია – 1-2 მლ.

უკუჩვენება:
პენიცილინისა და ნოვოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბრონქული ასთმა და სხვა ალერგიული დაავადებები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის რეკომენდებული ბიცილინი-3 სუსპენზიისა და სხვა საინექციო ხსნარების ერთმანეთში შერევა.
პრეპარატისა და ინდომეტაცინის, ფენილბუტაზონისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას (ჯვარედინი ალერგიის შესაძლო განვითარების გამო).

განსაკუთრებული მითითებანი:
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ვიცოდეთ აღინიშნებოდა თუ არა პენიცილინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება ალერგიული რეაქციების მიმართ. ალერგიული რეაქციების გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: SOLVAY PHARMACEUTICALS

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook