ბლემარენი – BLEMAREN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბლემარენი – BLEMAREN-ის   საერთაშორისო დასახელება: ლიმონის მჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ჰიდროკარბონატი/ CITRIC ACID; POTASSIUM BICARBONATE; SODIUM CITRATE

ბლემარენი – BLEMAREN-ის   კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნეფროლიტური საშუალება, შარდ-კენჭოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატი.


ბლემარენი – BLEMAREN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გრანულირებული ფხვნილი: შეფუთვაში პლასტიკური ჭიქა 200 გ ფხვნილით პოლიეთილენის პარკში 3 გრამიანი საზომი კოვზით.
საკონტროლო კალენდარით და ინდიკატორით.
100 გ
ლიმონის მჟავა უწყლო……………….      39.90 გ
ნატრიუმის ციტრატი უწყლო……….      27.85 გ
კალიუმის ჰიდროკარბონატი……….       32.25 გ
შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 20 ც., შეფუთვაში 4 ტუბი საკონტროლო კალენდარით და ინდიკატორით.
1 აბ.
ლიმონის მჟავა უწყლო ………..     1197.0 მგ
ნატრიუმის ციტრატი უწყლო..      835.5 მგ
კალიუმის ჰიდროკარბონატი..       967.5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გრანულატი შარდმჟავა ქვების გასახსნელად. მოქმედება დაფუძნებულია შარდის გატუტიანებაზე (შარდის pH 6.6–6.8 დროს მნიშვნელოვნად იზრდება შარდმჟავა მარილების გახსნა).

ჩვენებები:
შარდის გატუტიანება: ურატული ნეფროუროლითიაზი, ცისტინური ნეფროუროლითიაზი, თირკმლოვანი ტუბულარული აციდოზი;
ციტოსტატიკებით თერაპია და სამკურნალო საშუალებები, რომელიც ზრდის შარდმჟავას გამოყოფას;
ურატო–ოქსალური ნეფროუროლითიაზი (25% ოქსალატების შემცველობის დროს);
კანის პორფირია (სიმტომატური მკურნალობა).

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება შიგნით. მიღების წინ გრანულატს ხსნიან სითხეში.
საშუალო სადღეღამისო დოზა 6–18 გ. დღეღამურ დოზას თანაბრად ყოფენ დღის მაძილზე და ღებულობენ ჭამის შემდეგ.
ეფექტურობის კონტროლი (pH–ის განსაზღვრა შარდში) წარმოებს 3–ჯერ დღეში, ყოველი შემდეგი დოზის მიღების წინ. სწორად შერჩეულად ითვლება დოზა იმ შემთხვევაში თუ pH დღეღამის მანძილზე მერყეობს 6.2–7 ფარგლებში (ურატული ქვების გახსნისთვის); 7.5–8.5 (ცისტინური ქვებისთვის); 7.2–7.5 (პორფირიის მკურნალობისთვის); 7 – ციტოსტატიკებით მკურნალობისას.
თუ შარდის pH მითითებულზე დაბალია, დოზა უნდა გაიზარდოს; თუ მაღალია – მაშინ შემცირდეს. მკურნალობის ხანგრძლივობა – 4–6 თვე.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა;
* თირკმლის უკმარისობა;
* შარდგამომყოფი გზების ინფექცია, შარდოვანას დამშლელი ბაქტერიებით გამოწვეული;
* შარდის pH 7–ზე მეტი.
* მეტაბოლური ალკალოზი;
* მკაცრი უმარილო დიეტა;
* მძიმე არტერიული ჰიპერტენზია.

გვერდითი მოქმედება:
შეშუპება (Na+). მეტაბოლური ალკალოზი. დისპეფსია.

განსაკუთრებული მითითებები:
საშუალო სადღეღამისო დოზა (12გ.) შეიცავს 1.5მგ K+ და 0.9გ Na+ (გათვალისწინებული უნდა იყოს ავადმყოფის მიერ მარილის მოხმარება შეზღუდულად).
შესაძლებელია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის კომპენსირებისათვის გამოყენება, თუ ის არ მიმდინარეობს K+ –ის შეკავებით.
შეიძლება დაინიშნოს შაქრიანი დიაბეტის დროს;
ურატული ქვების დაშლისათვის არ შეიძლება დოზის გადაჭარბება, რადგან pH–ის გაზრდა 7–ზე მეტად იწვევს ფოსფატის გამოლექვას შარდმჟავა კრისტალებზე, რაც ხელს უშლის მის შემდგომ დაშლას;
მკურნალობის დროს საჭიროა ცილებით და პურინებით მდიდარი საკვების მიღება, ასევე აუცილებელია სითხით დატვირთვა, არანაკლებ 1.5–2 ლ.

მწარმოებელი: ESPHARMA

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook