ბლეომიცინი – BLEOMYCIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
მიეკუთვნება ანტიბლასტომურ საშუალებებს. პრეპარატი წარმოადგენს A2 ფრაქციას, იზოლირებულს Streptomyces Verticillus კულტურიდან, რომელიც შეიცავს საკუთრივ ანტიბლასტომურ ანტიბიოტიკს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის უნართან გამოიწვიოს დნმ-ის მოლეკულების ფრაგმენტაცია. გააჩნია სუსტად გამოხატული მიელოდეპრესიული და იმუნოდეპრესიული აქტივობა.

ჩვენებები
კანის კიბო, საყლაპავის კიბო, ფილტვის კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, თავის და ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები, ლიმფოგრანულემატოზი, არახოჯკინის ლიმფომები, საკვერცხეების და სათესლე ჯირკვლის ჰერმინოგენური სიმსივნეები.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი შეყავთ ინტრავენურად, კუნთებში და კანქვეშ.
ინტრავენური შეყვანისათვის – 15-30 მგ იხსნება 15-20 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან დექსტროზაში.
კუნთებში და კანქვეშ შესაყვანად – 15-30 მგ იხსნება 5 მლ გამხსნელში.
შეყვანის სიხშირე – 2-ჯერ კვირაში. შესაძლებელია პრეპარატის შეყვანა ყოველდღიურად ან კვირაში ერთხელ ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით. მკურნალობის კურსობრივი დოზა შეადგენს – 300-400 მგ, ხოლო შემანარჩუნელელი დოზა – 15 მგ კვირაში ერთხელ (10 ინიექცია).

გვერდითი მოვლენები
ინტერსტიციური პნევმონია, ფილტვის ქსოვილის ფიბროზი;
კეროვანი ჰიპერკერატოზი;
ჰიპერპიგმენტაცია, დერმატიტი, ფრჩხილების დეფორმაცია, ალოპეცია;
ანგულარული სტომატიტი;
ალერგიული რეაქციები (ერითემა, ურტიკარია);
სხეულის ტემპერატურის მომატება;
თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება;
ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* სუნთქვის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
* ფილტვის ქსოვილის ფიბროზი;
* თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
* გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმედ მიმდინარე დაავადებები;
* ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
♦ საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას ავადმყოფებში ფილტვების დაავადებებით, გულის იშემიური დაავადებით, გულის მანკებით;
♦ ხანდაზმულებში და ავადმყოფებში, რომლებიც იტარებდნენ ან იტარებენ სხივურ თერაპიას.
♦ ლაქტაციის პერიოდში წყვეტენ ძუძუთი კვებას.
♦ მკურნალობის პერიოდში საჭიროა სუნთქვის ორგანოების სისტემატური კონტროლი, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ღვიძლის და თირკმელების ფუნქცის კონტროლი.
♦ ხველების და ქოშინის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს გლუკოკორტიკოიდები და ანტიბიოტიკები.

გაფრთხილება