კარცინომა in situ

კარცინომა in situ – (ბერძნ.καρκίνος – კიბო, -ωμα – სიმსივნე) – ავთვისებიანი სიმსივნის სახე (კიბო), რომელიც ვითარდება სხვადასხვა ორგანოს (კანის, ლორწოვანის გარსის და სხვა შინაგანი ორგანოების) ეპითელური ქსოვილისგან.

ტერმინით “in situ” – აღნიშნავენ ავთვისებიანი პროცესის ყველაზე ადრეულ სტადიას, როდესაც ანომალიური უჯრედების ჯგუფი მდებარეობს იქ, სადაც პროცესი აღმოცენდა და არ გავრცელდა სხვა უბნებზე. მიკროსკოპიული გამოკვლევით ჩანს სიმსივნური უჯრედები, მაგრამ არ აღინიშნება სიმსივნის ჩაზრდა სხვა ქსოვილებში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

    • გაფრთხილება
    • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..