ბუდესონიდი – BUDESONIDE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს საინჰალაციო, ინტრანაზალურად ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდს. იგი ხასიათდება ანთების, ქავილის, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიექსუდატური ეფექტით. მისი ინჰალაციური გზით გამოყენების შემთხვევაში გამოხატული კლინიკური ეფექტი ვლინდება ჩვეულებრივ 5-7 დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ბრონქული ასთმის, ვაზომოტორული რინიტის, სეზონური და ალერგიული რინიტის სამკურნალოდ; პოლიპექტომიის შემდეგ ცხვირის პოლიპების ზრდის პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე, ატოპიური დერმატიტის, ფსორიაზის, ეგზემის დროს.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი საინჰალაციო სახით მოზრდილებში მკურნალობის დასაწყისში გამოიყენება დოზით 400-1600 მკგ დღეში 2-4 მიღებაზე. შემდგომში 200-400 მკგ 2-ჯერ დღეში. გამწვავების პერიოდში – 1600 მკგ დღეში.
ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება 50-200 მკგ 2-ჯერ დღეში, მაქსიმალური დოზა შეადგენს 400 მკგ დღეში.
ინჰალატორით შეისუნთქავენ 200-800 მკგ 2-4 მიღებაზე დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 800 მკგ-ს.
ინტრანაზალური აეროზოლი გამოიყენება 2 შესხურებაზე (100 მკგ), ცხვირის თითოეულ ნესტოში დილას და საღამოს. კლინიკური ეფექტის მიღწევის შემთხვევაში დოზა შეიძლება შევამციროთ.
მალამო და კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში, ხოლო შემანარჩუნებელი თერაპიის დროს – ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები
♦ ხახის, პირის, ღრუს, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს ვითარდება ბრონქოსპაზმი.
♦ მალამოსა და კრემის გამოყენება 4 კვირაზე მეტ ხანს დაუშვებელია.
♦ არ არის რეკომენდებული ოკლუზიური ნახვევის (განსაკუთრებით კრემით გაჟღენთილის) დიდი ხნით გამოყენება, ვინაიდან მისი აბსორბცია კანიდან, მალამოსთან შედარებით უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
♦ მალამოსა და კრემის თვალში მოხვედრა დაუშვებელია.
♦ ბავშვებში მალამო და კრემი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება, ხოლო ინტრანაზალური აეროზოლის ხმარება მათში არ არის რეკომენდებულ

გაფრთხილება