Bacillus anthracis

Bacillus anthracis (ლათ.) – გრამდადებითი სპორაწარმომქნელი ბაქტერიების სახეობა. ჩხირისებრი, უმოძრაო მიკროორგანიზმები. ბაცილის უჯრედების ბოლოები მიკროსკოპში მოჩანს, როგორც წაკვეთილი ან ოდნავ შეზნექილი. წარმოქმნის კაფსულებს. ოვალური ენდოსპორები ხშირად განლაგებიან ცენტრალურად. B. anthracis წარმოადგენს ციმბირის წყლულის აღმძვრელს. ქემოორგანოჰეტეროტროფია. ფაკულტატური ანაერობი. მიეკუთვნება პათოგენურობის მეორე ჯგუფს. პათოგენურობის ფაქტორებია:
კაფსულები, რომლებსაც გააჩნია ანტიფაგოციტური აქტიურობა და ადჰეზიური თვისებები;
თერმოლაბილური სამგანზომილებიანი ეგზოტოქსინი, შედგება სამი:  ენდემატოზური  (იწვევს ანთებას და შეშუპებას), დამცავი ანუ პროტექტული ანტიგენის და ლეტალური კომპონენტებისგან. ინფექციის გადაცემის გზა, არის კონტაქტი ციმბირის წყლულის დაავადებულ ადამიანთან  ან დაცემულ ცხოველთან.
B. anthracis-ი  მასპინძელი ორგანიზმის გარეთ წარმოქმნის სპორებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.