ბუტამირი / Butamir Syrup

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბუტამირატი/butamirate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა
5 მლ ბუტამირის სიროფი შეიცავს: 7,5 მგრ ბუტამირატ ციტრატს და დამხმარე ნივთიერების სახით ნატრიუმის საქარინს, სორბიტოლს, ბენზოის მჟავას და გარგარის არომატიზატორს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ ბუტამირატ ციტრატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 1 – 1,5 სთ-ში. იგი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში და წარმოიქმნება ხველების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მეტაბოლიტები

ჩვენებები
ნებისმიერი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ხველება, ყივანახველა. ასევე ხველება, რომელიც აღინიშნება ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში, ქირურგიული ჩარევისას და ბრონქოსკოპიის დროს.

ცენტრალური ზემოქმედება: ხველების ცენტრზე ზემოქმედება.
პერიფერიული ზემოქმედება: სპაზმის საწინააღმდეგო ეფექტით რეცეპტორების მგრძნობელობის შემცირება.

ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ბრონქოდილატაციური ეფექტი.
თრგუნავს ცენტრალური გენეზის ხველებას, იგი აქვეითებს მშრალ და პროდუქტიულ ხველას. ამცირებს ბრონქების კუნთების სპაზმს, ერთდროულად ამსუბუქებს სუნთქვას, აადვილებს ნახველის ევაკუაციას. აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, ხელს უწყობს სისხლის აიროვანი შემადგენლობის ნორმალიზაციას.

მიღების წესები და დოზები
• 3-დან 6 წლამდე – 1 ს/კ 3-ჯერ დღეში.
• 6-დან 12 წლამდე – 2 ს/კ 3-ჯერ დღეში.
• 12 წლის ზემოთ – 3 ს/კ 3-ჯერ დღეში.
1 საზომი კოვზი = 5 მლ.

გამოშვების ფორმა: სიროფი 100მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..