Bartonella rochalimae

Bartonella rochalimae (ლათ.) – ბოლო ხანებში აღმოჩენილი გრამუარყოფითი ბაქტერიების სახეობა. გვარი ბარტონელა (Bartonella). B. rochalimae არის Bartonella quintana-ს და Bartonella henselae მონათესავე სახეობა. მეცნიერებმა ბაქტერია აღმოაჩინეს აშშ-ში, ქალბატონი, რომელიც სამი კვირის მანძილზე იმყოფებოდა პერუში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას აღმოაჩნდა ანემია, სპლენომეგალია, ცხელება (39°C) და უძილობა – სიმპტომები დამახასიათებელია მუცლის ტიფის და მალარიასათვის.  თავდაპირველად მიიჩნიეს, რომ დაავადება გამოწვეული იყო Bartonella bacilliformis-ის მსგავსი ბაქტერიით, რომელიც გადააქვს მოსკიტებს (პერუს ზოგიერთ რაიონში გავრცელებულია კარიონის დაავადება, სადაც ინფიცირებულია მოსახლეობის დაახლოებით 10%). ანტიბიოტიკებით მკურნალობა ეფექტური აღმოჩნდა. სავსებით შესაძლებელია, რომ დიაგნოსტირებული შემთხვევა, ყოფილიყო B. Rochalimae-თი გამოწვეული კარიონის დაავადება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.