Bdellovibrio bacteriovorus

Bdellovibrio bacteriovorus (ლათ.) – Bdellovibrio-ს გვარის გრამუარყოფითი ბაქტერიის სახეობა. ამ მიკროორგანიზმებმა მეცნიერების ყურადღება მიიქციეს, იმის გამო, რომ მათ ანტიბიოტიკების გამოყენების გარეშე, შეუძლიათ ბაქტერიული პოპულაციის გამრავლების შეჩერება. Bdellovibrio bacteriovorus  პროკარიოტებში, რეკორდსმენია მოძრაობის მხრივ  (140მკმ/წმ). სწრაფი მოძრაობის წყალობით, ის ეჯახება სხვა ბაქტერიებს, არღვევს მათ უჯრედის კედელს და იყენებს მსხვერპლის ატფ-ს. B. bacteriovorus  – პატარა (სიგრძით დაახლოებით 1 მკმ), გრამუარყოფითი ბაქტერიაა, გააჩნია ერთადერთი პოლარული შოლტი. ასეთი მტაცებელი ბაქტერიები, ყურადღებას იპყრობს სამედიცინო თვალსაზრისით. დადგენილია, რომ მტაცებელი ბაქტერიები ადამიანისათვის, არატოქსიკური და არაიმუნოგენურია.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.