Beggiatoa

Beggiatoa
(ლათ.) – რიგი Thiotrichales. გვარი გამა-პროტეობაქტერიები. გვარის წარმომადგენლები გვხვდება იქ, სადაც არე მდიდარია გოგირდით.  Beggiatoa-ს გვარი მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. განსაკუთრებით მრავლად არიან გოგირდწყალბადის შემცველ წყლებში, ტბების ლამში, ღრმა გეოთერმალურ წყაროებში. მათი აღმოჩენა ასევე შესაძლებელია, ჭაობის მცენარეთა რიზოსფეროში. ძალიან მარილიან წყლებში, Beggiatoa-ს ფილამენტები სხვა ბაქტერიებთან წარმოქმნის თანასაზოგადოებებს. Beggiatoa – მრავალუჯრედიანი (ძაფისებრი) უფერო ბაქტერიაა, ცალკეულ უჯრედებს გააჩნია ცილინდრული (მტკნარი და ზღვის წყლების შტამებს) ან დისკოს (მსხვილი ზღვის შტამები) ფორმა. დიამეტრი 12-დან 160 მკმ-მდე. ფილამენტის სიგრძე, შეიძლება იყოს რამდენიმე მმ-დან 10 სმ-მდე.  ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაქტერიებია. მათ აქვთ ცენტრალური ვაკუოლი, რომელსაც ნიტრატის  დამარაგებისათვის იყენებენ.  Beggiatoa-ს შეუძლია ზრდა  ქემოორგანოჰეტეროტროფულად. ჟანგბადის არსებობისას ჟანგავს ორგანულ ნაერთებს СО2-მდე. თუმცა, ჟანგბადის თანაობა შეიძლება ბაქტერიის ზრდის მალიმიტირებელი ფაქტორი იყოს. Beggiatoa ორგანულ ნაერთებს იყენებს, როგორც ნახშირბადის წყაროს ბიოსინთეზური პროცესებისათვის.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.