საინექციო წყალი / Water for Injection

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): საინექციო წყალი/water for Injection

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ამპულა შეიცავს 2 მლ საინექციო წყალს

ფარმაკოლოგიური თვისებები
სტერილური, აპიროგენული, გამჭვირვალე, უფერო, უსუნო სითხე.

ჩვენებები
გამოიყენება ვენაში, კუნთებში და კანქვეშ შესაყვანი საინიექციო, სამკურნალო და სადიაგნოსტიკო საშუალებების ხსნარების მოსამზადებლად

მიღების წესები და დოზები
სამკურნალო და სადიაგნოსტიკო საშუალებების საინიექციო ხსნარების მომზადება წარმოებს სტერილურ პირობებში. საინექციო წყლის რაოდენობა განისაზღვრება სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციით ან ექიმის გადაწყვეტილებით.

გვერდითი მოვლენები
გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება
საინექციო წყალი არ გამოიყენება სამკურნალო და სადიაგნოსტიკო საშუალებების გამხსნელად, თუ მითითებულია სხვა გამხსნელი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ჩვეულებრივ პირობებში. ვადა 4 წელი

მწარმოებელი: ბიოპოლუსი, საქართველო

გამოშვების ფორმა: 2 მლ ამპულა №10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook