სალიმაქსი / Salimax

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
ელემენტარული მაგნიუმი-300მგ
ელემენტარული კალიუმი-300მგ
თუთია-10მგ
ფოლიუმის მჟავა-400მკგ
მაგნიუმი და კალიუმი არის სინერგიული მიკროელემენტები. იქ, სადაც ადგილი აქვს მაგნიუმის დეფიციტს, მათი სინერგიულობის გამო, შემცირებულია კალიუმის კონცენტრაციაც და პირიქით. საყურადღებოა, რომ კალიუმის მიწოდების გარეშე მაგნიუმის კონცენტრაციის აღდგენა ბოლომდე ვერ ხდება.

მაგნიუმის დეფიციტი ხშირად გვხდება ორსულობის დროს, განსაკუთრებით მრავალნაყოფიანი ორსულობისას, ლაქტაციის, არასრულფასოვანი კვების დროს, შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული დუოდენიტის დროს და ა.შ.
მისი დეფიციტის დროს ადგილი აქვს საშვილოსნოს კუნთების ტონუსის მომატებას, ქვემო კიდურების კრამპს, სპონტანურ აბორტს, ნაადრევ მშობიარობას, ეკლამფსიას და ა.შ

კალიუმის დეფიციტის ხშირი მიზეზია მაგნიუმის დეფიციტი, ორსულობა, ლაქტაცია, არასრულფასოვანი კვება, ღებინება, დიარეა, დიურეტიკების და კორტიკოსტეროიდების გამოყენება და ა.შ. მისი დეფიციტის დროს ადგილი აქვს კრამპებს, შეშუპებას, თმების მსხვრევადობას და კანის სიმშრალეს და ა.შ.

თუთიის დეფიციტი გვხვდება ორსულებში, ლაქტაციის დროს, კონტრაცეპტივების და გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას და ა.შ.

ფოლიუმის მჟავაზე გაზრდილი მოთხოვნილებაა ორსულობის დროს, არასრულფასოვანი კვებისას.
მისი დეფიციტისას ადგილი აქვს უნაყოფობას, თავ-ზურგ ტვინის განვითარების დარღვევას, ანემიას და ა.შ.

ჩვენებები:
საშვილოსნოს ტანის კუნთების მომატებული შეკუმშვითი აქტივობა(ჰიპერტონუსი)
ფალოპის და საშვილოსნოს ყელის სპაზმი
ნაადრევი მშობიარობა
კანჭის კუნთების კრამპი
დილის გულისრევა და ღებინება ორსულებში
თმების მსხვრევადობა და კანის სიმშრალე, მათ შორის ორსულებში

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ, მკვეთრად გამოხატული თირკმლების უკმარისობა, 12 წლამდე ასაკი

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი ინიშნება ორსულებში და ლაქტაციის დროს მკურნალი ექიმის მიერ

დოზირება და გამოყენების ხანგრძლივობა:
ერთი საშეტი იხსნება ერთ ჭიქა წყალში და მიიღება დღეში ერთხელ მინიმუმ 14 დღე.
მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ნოზოლოგიაზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ

გამოშვების ფორმა: საშეტი #14

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Sakura Italia SRL, იტალია

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook