სალინი – SALIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნატრიუმის ქლორიდი/SODIUM CHLORIDE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირში შესასხურებელი ხსნარი: ფლაკონში 44 მლ
1 მლ
ნატრიუმის ქლორიდი………    6.5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზილის სპირტი, გამოხდილი წყალი, ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი.

ფარმაკოლოლგიური თვისებები:
ეფექტურად ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს, ათხელებს სქელ ლორწოს, არბილებს მშრალ ფუფხებს ცხვირის ღრუში და ხელს უწყობს მათ ადვილად მოცილებას. ხსნარის pH შეესაბამება ცხვირის ლორწოვანი გარსის ბუნებრივი სეკრეტორული სითხის pH -ს.

ჩვენებები:
ახალშობილთა ცხვირის ჰიგიენური მოვლა;
ეფექტურია ასევე ბავშვებსა და მოზრდილებში ცხვირის ღრუს გასასუფთავებლად ლორწოსაგან და ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ქერქისაგან;
სხვადასხვა ეტიოლოგის რინიტებისას.

მიღების წესი და დოზირება:
ძლიერად მოუჭირეთ ფლაკონს და შეისხურეთ ყოველ ნესტოში ახალშობილებისა და ბავშვებისათვის – თითო შესხურება მოზრდილებში – ორ-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში.
შესხურებისას თავი უკან არ გადასწიოთ  და ფლაკონი არ გადააბრუნოთ. ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოჭერისას, ფლაკონიდან ხსნარი სპრეის სახით გამოიყოფა; ჰორიზონტალურ მდგომარეობაში – სითხის ნაკადის სახით; გადაბრუნებულ მდგომარეობაში – წვეთებით.
გამოყენების შემდეგ ფლაკონზე მოთავსებული სასხურებელი კარგად გაწმინდეთ.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მონაცემები პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook