Bradyrhizobium jicamae

Bradyrhizobium jicamae  (ლათ.) – გრამუარყოფითი, მკაცრად აერობული ბაქტერია. გვარი Bradyrhizobium. ბაქტერიებს შეუძლიათ გლუკოზის, L-არაბინოზის, L-სორბოზის, მელეზიტოზის, გლუკონის და ადიპინის მჟავას შეთვისება. ვერ ითვისებენ მანიტს, მანოზას, L-რამნოზას, N-აცეტილგლუკოზამინს, მალტოზას, ცელობიოზას, ტრეჰალოზს, ფენილაცეტატს და სხვა. ყველა შტამი მგრძნობიარეა ანტიბიოტიკების: კანამიცინის, ტეტრაციკლინის, ცეფუროქსიმის, პოლიმიქსინ B-ს, ერითრომიცინის, ნეომიცინის, ციკლოფლოქსაცინის და გენტამიცინის მიმართ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.