Brocadia Candidatus anammoxidans

Brocadia
Candidatus  anammoxidans
 (ლათ.) – ანაერობული, ქემოლითოავტოტროფული კოკის მსგავსი ბაქტერია. გვარი Brocadia Candidatus. გვარის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ამონიუმის ანაერობული დაჟანგვა, ჰიდროქსილამინის და ჰიდრაზინის წარმოქმნის სტადიების გავლით (მიიღება აზოტი), ნიტრიტების აღდგენით. პროცესის ძირითადი ფერმენტია ჰიდროქსილამინ ჰიდროქსირედუქტაზა. ფერმენტი ლოკალიზებულია სპეციალურ კომპარტმენტებში – ანამოქსისომებში. ანამოქსისომები გარშემორტყმულია ერთშრიანი ლიპიდური მემბრანით, რომელიც შეიცავს ე.წ. ლადერანებს – ერთმანეთთან ხაზოვანად დაკავშირებული, ციკლობუტანის რგოლის მქონე ლიპიდები. ბაქტერიებს შეუძლიათ ამონიუმის დაჟანგვა ერთობლივად, Nitrosomonas-ს გვარის ბაქტერიებთან ერთად. შემუშავებულია in situ  ბაქტერია – Candidatus Brocadia anammoxidans დეტექციის მეთოდი. ამ ტიპის სხვა ბაქტერიებთან მიმართებაში, აღნიშნული მიკროორგანიზმის უპირატესობაა ის, რომ ისინი არ იყენებენ ჟანგბადს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.