Burkholderia pseudomallei

Burkholderia pseudomallei  (ლათ.) – გრამუარყოფითი, უმოძრაო, ჩხირისებრი ბაქტერიების სახეობა. გვარი Burkholderia. პათოგენურია ადამიანის და ცხოველებისათვის. იწვევს დაავადება მელიოიდოზს. მელიოიდოზი გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყნებში (ინდოეთი, შრი-ლანკა, ფილიპინები, ინდონეზია), ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში და კუნძულ მადაგასკარზე.  ადამიანის ინფიცირება ხდება ბაქტერიით დაბინძურებული ნიადაგიდან და წყლიდან. დაავადების წყარო არის, სოფლის მეურნეობის ცხოველები (ღორი, მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი), ასევე მღრნელები, ველური ცხოველები. გადაცემის გზა ფეკალურ-ორალურია. აღმძვრელი მიეკუთვნება პათოგენურობის მეორე ჯგუფს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.