სანუკელ კოლი D7 ამპულები (ნატუროპათი) / Sanukehl Coli D7 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Escherichia coli D7 1 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, გასტროენტერიტი, კოლიტი, პიელონეფრიტი, სპერმატოცისტიტი, ეპიდიდიმიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, სალპინგიტი, მეტრიტი, კოლპიტი

თვისებები
Sanukehl Coli შეიცავს Escherichia Coli პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl-პრეპარატის
მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.

მიღების წესი და დოზირება: 1 მლ. ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-3 ჯერ კვირაში

გვერდითი მოქმედებები: Sanukehl Coli D7-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად იშვიათად, შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია გამოვლინდეს

უკუჩვენებები: ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Coli D7-ის ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook