Clostridium difficile

Clostridium difficile   (ლათ.) – კლოსტრიდიუმის გვარის, გრამდადებითი, ანაერობული ბაქტერიის სახეობა. C. difficile არის ფსევდომემბრანული კოლიტის მთავარი გამომწვევი. დაავადება წარმოადგენს სწორი ნაწლავის, მძიმე ინფექციურ დაავადებას, ხშირად ვითარდება ნაწლავის მიკროფლორის ანტიბიოტიკებით განადგურების შემდეგ. დაავადებას მკურნალობენ მეტრონიდაზოლის ტიპის ანტიბიოტიკებით. ბაქტერია იყოფა 6 შტამად. მათ შორის ხუთი პათოგენური ქვესახეობაა. C. difficile  წარმოქმნის სპორებს, ამიტომ დაავადება შეიძლება აღმოცენდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის დასრულების შემდეგ. C. difficile რეზისტენტულია ერითრომიცინის, ქლორამფენიკოლის და ტეტრაციკლინის მიმართ, მიზეზი არის ბაქტერიის გენომში არსებული ტრანსპოზონები. დაავადების სიმპტომები შეიძლება ვარირებდეს, მსუბუქი დიარეიდან მწვავე და საშიში ანთებით პროცესებამდე, ნაწლავის პერფორაციის განვითარებით, მძიმე შემთხვევებში – სეფსისი და სასიკვდილო გამოსავალი. სიმპტომები გამოწვეულია ორი ძლიერი ციტოტოქსინით: TcdA და TcdB. ბაქტერია მიემაგრება ნაწლავის ეპითელს და იწვევს ტოქსინების გამომუშავებას. ტოქსინები გადიან უჯრედის ეპითელში და ციტოზოლში ინაქტივირებენ GTP-ს მოლეკულებს. საბოლოოდ იშლება ციტოჩონჩხი და უჯრედი იღუპება. ნაჩვენებია, რომ დაავადებულ ადამიანებში, ჯანმრთელი ადამიანების ფეკალიების რექტალური შეყვანით, Clostridium difficile-ს სისტემური ინფექცია დამარცხებულ იქნა. მიკრობიოტის ფეკალური ტრანსპლანტაცია, შემთხვევათა 90%-ში ყოველგვარი სერიოზული თანხლები მოვლების გარეშე წარმატებით სრულდება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.