Clostridium histolyticum

Clostridium histolyticum  (ლათ.) – გრამდადებითი, ფაკულტატური ანაერობი, სპორა წარმომქმნელი ბაქტერიის სახეობა. გვარი Clostridium. წარმოადგენს ადამიანის და ძუძუმწოვრების აიროვანი განგრენის ერთ-ერთ გამომწვევს. ბაქტერიის მოქმედება კანის საფარველზე მეტად დამაზიანებელია. ინფიცირებიდან 12 საათის შემდეგ, კანი იშლება  და მოჩანს ძვლები. Clostridium histolyticum-ი არის გრამდადებითი, სპორაწარმომქნელი, უმოძრაო, ფაკულტატური ანაერობი. პროდუცირებს დიდ ენდოსპორებს. მისი კულტივირება რთულია, რადგან მისი ზრდა ინჰიბირდება ნახშირწყლებით, ხოლო სპორები თერმოლაბილურია (ვერ უძლებს გაცხელებას).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.