Clostridium perfringens

Clostridium perfringens  (ლათ.) – გრამდადებითი, მკაცრად ანაერობული (გარდა  C. Perfringens ტიპი A), სპორაწარმომქნელი ბაქტერიებია კლოსტრიდიების გვარიდან. წარმოადგენს ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მიზეზს. ერთ-ერთი მათგანი კი ადამიანში იწვევს აიროვან განგრენას. ქემოორგანოჰეტეროტროფებია. ობლიგატური ანაერობი. იზრდება მარტივ საკვებ არეებზე. ასინთეზებს პროტეინაზებს, ლეციტინაზებს, კოლაგენზებს, ჰიალურონიდაზებს და სხვა აგრესიულ ფერმენტებს. Α-ტოქსინი წარმოადგენს, ჰემოლიზური თვისების მქონე ფოსფოლიპაზა С-ს. Ε-ტოქსინი 300 ამინომჟავური ნაშთის მქონე ცილაა, რომელიც ადამიანის ნაწლავის ეპითელიოციტების მემბრანაში წარმოქმნის პორებს და იწვევს კალიუმის იონების გამოსვლას უჯრედიდან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.