სანუცისტი წვეთები (ნატუროპათი) / Sanucyst (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
10 მლ ხსნარი შეიცავს: 1 მლ Cantharis 4X, 2 მლლ Causticum Hahnemanni 4X, (GHP, SV 5a with ethanol 43% (m/m)), 1 მლ Dulcamara 3X, 1 მლ Petroselinum crispum 3X, 2 მლ Populus tremuloides 1X, 3 მლ Solidago virgaurea 3X დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
კომპლემენტარული საშუალება საშარდე ორგანოების ანთებითი
დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში:
– თირკმელების და შარდის ბუშტის ანთებითი პროცესი
– ამსუბუქებს ტკივილს

თვისებები
Sanucyst-ი არის კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი, რომელიც შედგება თირკმელების და შარდის ბუშტის დაავადებების სამკურნალო ეფექტური (დადგენილი, ტრადიციულად აღიარებული) მცენარეული და მინერალური კომპონენტებისგან. Cantaris, Dulcamara, Petroselinum crispum da Causticum Hahnemanni
დადებითად მოქმედებს გაღიზიანებული შარდის ბუშტის მწვავე და მტკივნეული ანთების დროს. Populus tremuloides da Solidago virgaurea-ი უზრუნველყოფენ თირკმელებზე და შარდის ბუშტზე დამატებით მხარდაჭერას. Sanucyst-ში შემავალი აქტიური ინგრედიენტები შერჩეულია შარდსასქესო ორგანოების ფიზიოლოგიური ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესი და დოზირება:
მწვავე შემთხვევაში: მიიღება 5-10 წვეთი ყოველ 30-60 წუთში ერთხელ, საკვების მიღების შორის, არაუმეტეს 12-ჯერ დღეში, ერთი კვირის განმავლობაში. შემდგომი მკურნალობის კურსს განსაზღვრავს პირადი ექიმი.
ქრონიკულ ფორმების დროს: 5-10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში. ახალგაზრდებში (12-18 წელი) დღიური დოზა უდრის 5-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში (მაქსიმალური დღიური დოზა 12 მიღება).

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის

სიფრთხილის ზომები
ისევე როგორც სხვა შემთხვევებში ქალებმა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებმა პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ პროფესიული კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

უკუჩვენებები:
არ გამოიყენება სალიცილატის აუტანლობის შემთხვევაში. არ გამოიყენება 12 წლამდე ბავშვებში
ყურადღება პრეპარატი შეიცავს 63 % ეთანოლს

გამოშვების ფორმა:
წვეთები 30 მლ და 100 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook