სებოსანი / SEBOSAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება

შემადგენლობა: – გოგირდი 3%,   სალიცილის მჟავა 2%.   დამხმარე სუბსტანციები: აბუსალათინის ზეთი,ვაზელინი და სხვა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:– მალამოს გააჩნია სწრაფი მდგრადი ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. სალიცილის მჟავას და გოგირდს აქვს კერატოლიზური მოქმედება და ხელს უწყობს მალამოში შემავალი კომპონენტების შეღწევას კანში; ხელს უშლიან მიკრობული და სოკოვანი ინფექციების განვითარებას.მალამო არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას.

ჩვენება:
ცხიმიანი და შერეული შებორეა;
თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზი და ეგზემა;
ვარდისფერი და ვულგარული ფერისმჭამელები;
თავის თმიანი ნაწილის ქერცლი.

გამოყენების
წესი და დოზირება:– სებოსანი გამოიყენება 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს 2-3 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:– წვა, ქავილი,  გაღიზიანება, ფოლიკულიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.

უკუ ჩვენება:– არ გამოიყენება კანის ტუბერკულოზის და ონკოლოგიური დაავადებების დროს. აგრეთვე პრეპარატის კომპონენტების მიმართ  ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

შენიშვნა:- მალამოს გამოყენება ხდება მხოლოდ კანის მშრალ ზედაპირზე.ჭარბი ცხიმოვანი გამონადენით მიმდინარე პროცესების შემთხვევაში საჭიროა საფენების გამოყენება კერის სრულ გაშრობამდე.

ვარგისიანობის ვადა:–  2 წელი.

შენახვის პირობები:- ინახება მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 25გ მალამო პოლიმერული მასალის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ვიტაფარმი, საქართველო

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook