სედატონი / SEDATON

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:სედაციური საშუალება

ათქ კოდი:   N05CM

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა          
აქტიური ინგრედიენტები:
შავბალახას ექსტრაქტი         0,025გ
კატაბალახას ექსტრაქტი        0,0125გ
პიტნის ზეთი                   0,002გ

არააქტიური სუბსტანციები:
მაგნიუმის ფუძე კარბონატი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, ტიტანის ორჟანგი, საღებავი, აეროსილი, ფუტკრის სანთელი.

აღწერილობა
გარსით დაფარული ნარინჯისფერი ტაბლეტი, პიტნის დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ფიტოპრეპარატია. შავბალახას ექსტრაქტი ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აქვს სპაზმოლიზური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება, ანელებს გულისცემას, ზრდის გულის შეკუმშვის ძალას და ამცირებს არტერიულ წნევას. არეგულირებს გულის რითმს ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის დროს.
კატაბალახას ექსტრაქტს გააჩნია სედაციური თვისებები, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, რაც ახასიათებს ფსიქიკურ გადაღლილობას და ნევრასთენიას. უძილობისას აღადგენს ნორმალურ ძილს. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება.
პიტნის ზეთს გააჩნია  სპაზმოლიზური მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ასევე ნაღვლმდენი და კარმინაციული მოქმედებები, ეფექტურია მსუბუქი უძილობის დროს.

ჩვენება
როგორც დამამშვიდებელი საშუალება, ინიშნება:
–  მომატებული ნერვული აგზნებადობის;
–  საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმის;
–  ნერვული გადაძაბვის;
–  გაღიზიანებადობის;
–  ძილის დარღვევის, უძილობის დროს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, არტერიული ჰიპოტენზია. 12 წლამდე ასაკი.

მიღების წესი და დოზირება
პერორალურად. მოზრდილთათვის და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში 1-2 ტაბლეტი  3-ჯერ დღეში. უძილობის დროს – 1-2 ტაბლეტი ძილის წინ 1 საათით ადრე

გვერდითი მოვლენები
იშვიათად ალერგიული რეაქციები. ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში იწვევს შეკრულობას.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი აძლიერებს საძილე  საშუალებების მოქმედებას, რომლებიც დამამშვიდებლად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე. ასევე აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელი, გულის საშუალებების და სპაზმოლიზურების ეფექტს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ალკოჰოლთან ურთიერთქმედება: მონაცემები არ არის.

ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია ძილიანობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
სასურველი ეფექტის მისაღებად საჭიროა, პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით – განსაზღვრულ დროსა და რეკომენდებულ დოზებში.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. აკრძალულია გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30. პირველადი შეფუთვა: 10 ცალი გარსით დაფარული ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: თბილქიმფარმი, საქართველო

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook