Cupriavidus metallidurans

Cupriavidus metallidurans  (ლათ.) – უსპორო, გრამუარყოფითი ბაქტერია, რომელიც შეგუებულია მძიმე მეტალებით გაჯერებულ გარემოში არსებობასთან, ასეთი პირობები უმრავლესობა მიკროორგანიზმებისათვის დამღუპველია. ბაქტერია სამეცნიერო კვლევებისათვის ხელსაყრელ ობიექტს წარმოადგენს, სადაც შესაძლებელია დაკვირვება, მაღალ მეტალების იონების ფონზე, უჯრედშიდა მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე. ცოცხალი ორგანიზმებისათვის, Cupriavidus metallidurans არ წარმოადგენს პათოგენურ მიკროორგანიზმს. თუმცა, მაღალ გენეტიკურ ნათესაობას (გენომში ჰომოლოგიური თანმიმდევრობები) ავლენს მცენარეებში დაავადების გამომწვევ Ralstonia solanacearum-თან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
Share this...Share on Facebook
Facebook