სელენი 200 / SELEN 200

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სელენიუმი/selenium

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:მიკროელემენტი, ანტიოქსიდანტი, იმუნომოდულატორი.

შემადგენლობა: 1 აბი შეიცავს სელენიუმს 200 მკგ.

გამოყენების ჩვენება:
– არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების (რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით;
– ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ;
– მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;
– აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;
– სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;
– არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.
– იოდდეფიციტის დროს
– სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

გამოყენების წესი და დოზირება
სელენ 200 ინიშნება საკვების მიღების დროს, წყალთან ერთად.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი რეკომენდებულია დაენიშნოს მოზარდებს და მოზრდილებს _ 1 აბი 1-ჯერ დღეში 1_3 თვის განმავლობაში.
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.
მოზარდებში 14 წლამდე ½1/2 აბი 1 ჯერ დღეში ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში პრეპარატის გამოყენება ხდება ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენება: პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე: გავლენას არ ახდენს.

შენახვის პირობა  შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 200მკგ აბი # 30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: LIBERTY HEALTH SCIENCES, აშშ

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook