Dictyoglomus

Dictyoglomus (ლათ.) –  ბაქტერიების გვარი, ერთადერთი Dictyoglomi ტიპიდან. შეიცავს ორ სახეობას: Dictyoglomus thermophilum (ტიპური სახეობა) და Dictyoglomus turgidum-ს. Dictyoglomus thermophilum-ი ექსტრემალური თერმოფილია (ოპტიმალური ტემპერატურა 73°C), ალკალიფილური, გრამუარყოფითი ჩხირისებრი ბაქტერია. ქემოორგანოჰეტეროტროფი, ობლიგატური ანაერობი. დუღილის შედეგად წარმოქმნიან აცეტატს, ლაქტატს და ნახშირბადის დიოქსიდს. გ-ც წყვილების პროცენტული შედგენილობა 29%-ია. პროდუცირებენ ბიოტექნოლოგიურ წარმოებაში მნიშვნელოვან, თერმოსტაბილურ ამილაზებს და ქსილანაზებს. თერმოსტაბილურ ამილაზას გააჩნია ტრანსგლუკოზილირებადი აქტიურობა, ხოლო თერმოსტაბილური ქსილანაზა, აუცილებელია ქაღალდის წარმოებაში ცელულოზას დასამუშავებლად.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.