Enterobacter cloacae

Enterobacter cloacae (ლათ.) – გრამუარყოფითი, პირობით-პათოგენური სწორი ჩსირის ფორმის ბაქტერიის გვარი. მოძრავია პერიტრიქების საშუალებით. ფაკულტატური ანაერობი, ქემოორგანოჰეტეროტროფი. ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული. გვხვდება მტკნარ წყალში, ნიადაგში, მცენარეებზე, ბოსტნეულზე, ადამიანის და ცხოველის გამონაყოფში. ადამიანებში იწვევს ნაწლავურ, რესპირატორულ, უროგენიტალურ ჩირქოვან-ანთებით დაავადებებს, მენინგიტს, სეპტიცემიას, ბაქტერიემიას, დიარეას და სხვადასხვა ტიპის ოპორტუნისტულ ინფექციებს. კვლევების თანახმად, წარმოადგენს გაცხიმოვნების ძირითად მიზეზს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.