Klebsiella pneumoniae

Klebsiella pneumoniae
(ლათ.) – გრამუარყოფითი, ფაკულტატურ-ანაერობული ჩხირისებრი ბაქტერია. იწვევს პნევმონიას, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციებს, ღვიძლის ჩირქოვან აბსცესებს, ჰაიმორიტებს, ენდოფტალმიტებს, საავადმყოფოს შიდა ინფექციებს. გრამუარყოფითი, წვრილი კოკობაცილაა. უსპორო, უმოძრაო. წარმოქმნის კაფსულებს. საკვებ არეზე განლაგდება ერთეულებად ან წყვილებად. ზოგიერთი შტამი, რეზისტენტულია ანტიბიოტიკებისადმი, რაც R-პლაზმიდების არსებობით არის გამოწვეული. კაფსულა წარმოადგენს ვირულენტობის ფაქტორს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.