Legionella pneumophila

Legionella pneumophila (ლათ.) – გრამუარყოფითი, მოძრავი ჩხირისებრი ბაქტერია. გვარი ლეგიონელა. სახელწოდება მიიღო 1976 წელს ფილადელფიაში (აშშ) ამერიკელ ლეგიონერთა დელეგატების სხდომის დროს, მათ შორის   დაავადების მასიურად  გავრცელების გამო. აღმძვრელი მიეკუთვნება პათოგენურობის მესამე ჯგუფს. L. Pneumophila-ს გადაცემის გზა ასპირაციულია. დაავადების წყაროა საყოფაცხოვრებო წყლის გამაცხელებელი საშუალებები, ჰაერის კონდიცირების სისტემა, დაავადებული ადამიანი ინფექციას არ ავრცელებს. L. pneumophila მრავლდება მაკროფაგის და დენდრიტების შიგნით. ამით თავს არიდებს ფაგოციტოზს. მონოციტებში L. pneumophila ინჰიბირებს სუპეროქსიდდისმუტაზას. ფილტვების ალვეოლების ეპითელში, ბაქტერია ინდუცირებს კასპაზებს,  შედეგად იწყება უჯრდების აპოპტოზი, რასაც ფილტვების ანთების სიმპტომები მოსდევს. პათოგენურობის ფაქტორია, ბაქტერიის მიერ სინთეზირებული, ციტოტოქსიკური გლუკოზილტრანსფერაზა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.