Methylococcus capsulatus

Methylococcus capsulatus  (ლათ.) – ობლიგატური მეთანოტროპული გრამუარყოფითი კოკი. გვარი Methylococcus. ბაქტერია მეთანს იყენებს, როგორც ნახშირბადის ერთადერთ წყაროს. მეთანის გამოყენება ინჰიბირდება ამონიუმის იონების არსებობისას. ამ გვარის ბაქტერიებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ მეთანოლი, ფორმალდეჰიდი და ჭიანჭველას მჟავა.  M. capsulatus – ი მონაწილეობას იღებს, პლანეტის ნახშირბადის  წრებრუნვის პროცესში, რაც ხორციელდება აიროვანი მეთანის ათვისებაში. მეთანის დაჟანგვის პირველ ეტაპს M. capsulatus – ი, ახდენს უნიკალური ფერმენტის, მეთანმონოოქსიგენაზას საშუალებით, რომელიც ბაქტერიის უჯრედებში წარმოდგენილია ორ ფორმად: ხსნადი და მემბრანასთან დაკავშირებული. შეიცავს სპილენძის იონებს და არის სამსუბერთეულიანი ფერმენტი. ბაქტერიას შეუძლია ატმოსფეროს აზოტის შეთვისება, აქვს ნიტრიფიკაციის და დენიტრიფიკაციის უნარი. აერობია, ასინთეზებს ციტოქრომებს. შეუძლია სტეროლის სინთეზირებაც.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.