Micrococcus antarcticus

Micrococcus antarcticus (ლათ.) – გრამდადებითი ბაქტერიების სახეობა. ადაპტირებულია სიცივესთან. აერობული სფერული ფორმის მიკროორგანიზმია. კოლონიები ყვითელია, ლორწოვნი და ფაფუკი. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა +15…+17 °С-ია. უჯრედის კედლის პეპტიდოგლიკანში შემავალი დიამინის მჟავას, ძირითადი ამინომჟავა არის ლიზინი. Micrococcus antarcticus-ი თავის გვარში ერთადერთი ფსიქროფილია (სიცივის მოყვარული). განვითარება შეუძლია 0…+8 °С და 0 °С-ის ქვემოთაც.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.