Micrococcus flavus

Micrococcus flavus (ლათ.) – მიკროკოკების სახეობა. LW4T შტამის უჯრედები გრამდადებითი კოკებია. შოლტები არ გააჩნია. კოლონიები ყვითელია, გლუვი, მრგვალი. საკვებ არეზე კულტივირებიდან სამ დღეში, იზრდება მისი უჯრედების დიამეტრი. აერობია. ზრდის ტემპერატურა 26—34 °С, ხოლო  рН 5—9. ოპტიმალური ზრდა შეინიშნება 30,5-31,5 °С და рН 6,0-6,2-ზე. M. Flavus-ს უჯრედის კედლის შემადგენლობაში აქვს იშვიათი ტიპის პეპტიდოგლიკანი, რომელიც აგებულია L-Lys-პეპტიდისაგან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.