Mycoplasma hominis

Mycoplasma hominis  (ლათ.) – Mycoplasma-ს გვარის ბაქტერიული სახეობა. M. Hominis-ი გვხვდება მოზრდილებს და ბავშვებში. ინფიცირება ხდება მშობიარობის ან სქესობრივი გზის საშუალებით. ახდენს საშოს, ურეთრის (როგორც ქალებში ისე მამაკაცებში) და საშვილოსნოს კოლონიზირებას. საყოფაცხოვრებო გზით ინფიცირება ხდება, დაბინძურებული პირადი ჰიგიენის ნივთების გამოყენებისას (ქვედა საცვლები, საცურაო კოსტიუმები, თეთრეული და სხვა). M. Hominis-ის შეუძლია ადამიანებში პიელონეფრიტის გამოწვევა და მენჯის ღრუს ორგანოების ანთება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.