სინგლონი / Singlon

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მონტელუკასტი/montelukast

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ანტიასთმური საშუალება სისტემური გამოყენებისთვის, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტი.

ათქ კოდი: R03DC03.

შემადგენლობა
ყოველი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: თხელი გარსით დაფარული ტაბლეტები 10მგ  – ნატრიუმის მონტელუკასტი10,4მგ (10მგ მონტელუკასტის ექვივალენტი).

დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა 101,.
ჰიდროქსიპროპილენცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი
თხელი გარსი: ოპადრაი ყვითელი 20B32427 (ჰიპრომელოზა 3ცპ, ჰიდროქსიპროპილენცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400, ჰიპრომელოზა 50ცP, რკინის ყვითელი ოქსიდი).

აღწერა
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თხელი გარსით დაფარული ტაბლეტები, ყვითელი ფერის. ერთ მხარეს გრავირება ღ15.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ცისტეინური ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) წარმოადგენს ეფექტურ ანთებით ეიკოზანოიდებს, რომლებიც გამოთავისუფლდება სხვადასხვა უჯრედების მიერ, მათ შორის- ღრუბლისებრი უჯრედების და ეოზინოფილების ჩათვლით. ეს მნიშვნელოვანი პრო-ასთმური მედიატორები უკავშირდება ცისტეინურ ლეიკოტრიენებს (CysLT) სასუნთქ გზებში და იწვევს ბრონქოსპაზმს, ლორწოს სეკრეციას, სისხლძარღვების განვლადობის ცვლილებას და ეოზინოფილების მობილიზაციას.
მონტელუკასტი არის პერორალური აქტივობის მქონე პრეპარატი,  რომელიც არჩევითობის მაღალი ხარისხით უკავშირდება CysLT1 რეცეპტორებს და თრგუნავს  LTC4, LTD4 და LTE4 ფიზიოლოგიურ ეფექტებს.

ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
მონტელუკასტი სწრაფად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ.  10მგ მონტელუკასტის უზმოზე მიღებისას საშუალო პიკური კონცენტრაცია (Cmax) პლაზმაში მიიღწევა 3 საათის შემდეგ (Tmax).  ბიოშეღწევადობა  შეადგენს 64%-ს. ჩვეულებრივი საკვები პროდუქტები არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვასა და Cmax-ზე.

განაწილება
მონტელუკასტი 99%-ზე მეტად უკავშირდება პლაზმის ცილებს. მონტელუკასტის განაწილების მოცულობა თანაბარ მდგომარეობაში შეადგენს საშუალოდ 8-11 ლიტრს. ვირთხებზე ჩატარებული მონიშნული მონტელუკასტის გამოკვლევისას, გამოვლინდა პრეპარატის მინიმალური შეღწევა ჰემატოენცეფალურ ბარიერში. მონიშნული მასალის კონცენტრაცია პრეპარატის გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ მინიმალური იყო სხვა ქსოვილებში.

ბიოტრანსფორმაცია
მონტელუკასტი ექვემდებარება ექსტენსიურ მეტაბოლიზმს.  გამოკვლევებში თერაპიული დოზებით მონტელუკასტის მეტაბოლიტები პლაზმაში სტაბილურ მდგომარეობაში აღმოჩენილი არ არის მოზრდილებსა და ბავშვებში.
ინ ვიტრო გამოკვლევებში ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე გამოჩნდა, რომ ციტოქრომები P450 3A4, 2A6 და 2C9 ჩართულია მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. ინ ვიტრო შემდეგ გამოკვლევებში ღვიძლის მიკროსომებზე დადგინდა, რომ პლაზმაში მონტელუკასტის  თერაპიული კონცენტრაციები არ აინჰიბირებს ციტოქრომ P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 და 2D6. თერაპიულ მოქმედებაში მეტაბოლტების წვლილი მინიმალურია.

გამოყოფა
მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებში საშუალოდ შეადგენს 45 მლ/წთ-ს. მონიშნული მონტელუკასტის შიგნით მიღების შემდეგ პრეპარატის 86% 5 დღის განმავლობაში ნაწლავებით გამოიყოფოდა და <0.2% _ თირკმელებით. შიგნით მიღების შემდეგ გამოთვლილ ბიოშეღწევადობასთან შეთავსებით ეს შედეგები მოწმობს იმაზე, რომ პრეპარატი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა უპირატესად ნაღველთან ერთად.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზა კორექტირებას არ საჭიროებს.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
თირკლის უკმარისობის მქონე პაციენტებზე გამოკვლევები არ ჩატარებულა. იმდენად, რამდენადაც მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაღველთან ერთად, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მონაცემები მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ (შეფასება >9 ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) არ არსებობს.

გამოყენების ჩვენება:
– როგორც დამატებითი მკურნალობა საშუალო და მსუბუქი ხარისხის პერსისტირებადი ბრონქული ასთმის დროს პაციენტებში, რომელთა დაავადება არ კონტროლდება საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებით, და აუცილებლობისას გამოყენებული ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტები არ უზრუნველყოფს სასურველ კლინიკურ ეფექტს.
– ბრონქული ასთმის პროფილაქტიკა, რომლის უპირველესი კომპონენტია ფიზიკური დატვირთვის ფონზე განვითარებული ბრონქოსპაზმი.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილით:
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობის მონაცემთა ბაზაში არსებული შეზღუდული მონაცემები არ იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ მიზეზობრივი კავშირი მონტელუკასტსა და თანდაყოლილ მანკებს (მაგ.: კიდურების დეფექტები) შორის, რომლებიც იშვიათად ვლინდება გლობალური პოსტმარკეტინგული გამოკვლევებისას.
სინგლონის გამოყენება ორსულობისას შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას.
მონაცემები მონტელუკასტის შეღწევადობის შესახებ დედის რძეში არ არსებობს.
ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას.

გამოყენების მეთოდი და დოზები:
მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში ბრონქული ასთმით ან ბრონქული ასთმის და თანმხლები სეზონური ალერგიული რინიტით პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი, 10მგ ყოველდღე, საღამოს.

ზოგადი რეკომენდაციები:
ბრონქულ ასთმასთან დაკავშირებულ სიმპტომებზე პრეპარატის თერაპიული მოქმედება ვლინდება 1 დღის განმავლობაში. პაციენტმა უნდა გააგრძელოს მიღება ბრონქული ასთმის მიმდინარეობის როგორც კონტროლირებად, ასევე დაავადების გაუარესების პერიოდებშიც.
სინგლონის გამოყენება არ შეიძლება იმ პრეპარატებტან ერთად, რომლებიც შეიცავენ იგივე მოქმედ ნივთიერებას-მონტელუკასტს.
პრეპარატის დოზა ერთი და იგივეა მამაკაცებისა და ქალებისთვის.
სინგლონი ინიშნება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ დამატებითი თერაპიის სახით პაციენტებში, რომლებშიც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები და აუცილებლობისას გამოყენებული ხანმოკლე მოქმედების β აგონისტები არ უზრუნველყოფს დაავადების აუცილებელ კლინიკურ კონტროლს. სინგლონით არ უნდა შეიცვალოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები.
გამოყენება 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
მიღება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
მიღება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:
მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის. მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ არ არსებობს.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
6-14 წლის ბავშვებში გამოიყენება საღეჭი ტაბლეტები 5 მგ.

გვერდითი მოვლენები:
კლინიკურ კვლევებში აღწერილია არასასურველი რეაქციები, რომლებიც, ჩვეულებრივ (>1/100, <1/10), უფრო მეტი სიხშირით აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

ორგანოები და სისტემები მოზრდილი პაციენტები 15 წელზე უფროს ასაკში (ორი 12 კვირიანი კვლევა n=795) 6-14 წლის ასაკის ბავშვები
(ერთი 8 კვირიანი კვლევა n=201)
(ორი 56 კვირიანი კვლევა n=615)
2-5 წლის ასაკის ბავშვები(ერთი 12 კვირიანი კვლევა n=461)
(ერთი 48 კვირიანი კვლევა n=278)
ნერვული სისტემის დარღვევა თავის ტკივილი თავის ტკივილი  
კუჭ-ნაწლავის დარღვევები ტკივილი მუცელში   ტკივილი მუცელში
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე     წყურვილი

შეზღუდული რაოდენობით პაციენტების კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას ხანგრძლივი მკურნალობის დროს (2 წლამდე მოზრდილთა შემთხვევაში და 12 თვემდე 6-14 წლის პაციენტების შემთხვევაში) პრეპარატის უსაფრთხოების პროფილი არ შეცვლილა.
პოსტმარკეტინგული გამოკვლევებისას გამოვლინდა შემდეგი არასასურველი რეაქციები:
დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემების მხრივ:
სისხლდენებისკენ მიდრეკილების გაძლიერება.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიის ჩათვლით; ღვიძლის ეოზინოფულური ინფილტრატები.
ფსიქიური აშლილობები:
ძილის დარღვევა ღამის კოშმარების ჩათვლით, ჰალუცინაციები, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა (გაღიზიანების, შფოთვის, აგზნების, აგრესიული ქცევის და ტრემორის ჩათვლით), დეპრესია და უძილობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია/ჰიპერესთეზია, გულყრები.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
დიარეა, პირის სიმშრალე, დისპეფსია, გულისრევა და ღებინება.
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ:
სისხლის შრატში ტრანსამინაზების შემცველობის მომატება (ალანინამინოტრანსფერაზები, ასპარტატამინოტრანსფერაზები), ქოლესტაზური ჰეპატიტი.
დარღვევები კანის საფარის მხრივ:
ანგიონევროზული შეშუპება,ეკქიმოზები,ჭინჭრის ციება,ქავილი, გამონაყარი.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ:
ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმის ჩათვლით.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას:
ასთენია/დაღლილობა, დისკომფორტი, შეშუპება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში მონტელუკასტის მიღებისას ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებს უვითარდებათ ჩარგ-სტრაუსის სინდრომი.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტკივილები მუცელში, ძილიანობა, წყურვილი, თავის ტკივილი, ღებინება, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა. მკურნალობა: სიმპტომური. არ არსებობს მონაცემები პერიტონეალური დიალიზის ან ჰემოდიალიზის საშუალებით მონტელუკასტის გამოყოფის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შეიძლება მონტელუკასტის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ტრადიციულად ინიშნება ბრონქული ასთმის პროფილაქტიკისა და ხანგრძლივი მკურნალობისთვის. პრეპარატების ურთიერთქმედების გამოვლენისათვის ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით მონტელუკასტი რეკომენდებული დოზებით არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას შემდეგი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილესტრადიოლი/ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.
მონტელუკასტის პლაზმაში კონცენტრაციის მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) მცირდებოდა დაახლოებით 40%-ით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს და ფენობარბიტალს. იმდენად, რამდენადაც მონტელუკასტის მეტაბოლიზმში მონაწილეობს CYP3A4, საჭიროა სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით ბავშვებში, მონტელუკასტის მიღებისას ისეთ CYP3A4 ინდუქტორებთან ერთად, როგორებიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.
In vitro გამოკვლევებით დადგინდა, რომ მონტელუკასტი CYP 2C8 მძლავრი ინჰიბიტორია. ამასთან, მონტელუკასტის და როსიგლიტაზონის კლინიკური ურთიერთქმედების გამოკვლევის შედეგებმა (მარკერული სუბსტრატების მაგალითი პრეპარატებისათვის, რომელთა ძირითადი მეტაბოლიზმი ხორციელდება ფერმენტით) არ გამოავლინა მონტელუკასტის მაინჰიბირებელი ზეგავლენა CYP 2C8–ზე ინ ვივო. ამიტომ მოსალოდნელია, რომ მონტელუკასტი მნიშვნელოვნად არ შეცვლის მოცემული ფერმენტის მონაწილეობით მეტაბოლიზირებული პრეპარატების გარდაქმნებს (მაგ.: პაკლიტაქსელი, როსიგლიზატონი და რეპაგლინიდი).

განსაკუთრებული მითითებები:
არ არის სასურველი სინგლონის საღეჭი ტაბლეტების მიღება ბრონქული ასთმის მწვავე შეტევის კუპირებისთვის. ამ მიზნით უნდა გამოიყენებოდეს შესაბამისი სწრაფეფექტური ადვილად ხელმისაწვდომი ანტიასთმური საშუალება. შეტევის განვითარებისას რეკომენდებულია საინჰალაციო β–აგონისტების გამოყენება. ხანმოკლე მოქმედების β– აგონისტების გამოყენების მოთხოვნილების ზრდის შემთხვევაში პაციენტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოს ექიმს.
სინგლონის საღეჭი ტაბლეტებით არ შეიძლება საინჰალაციო ან პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების მკვეთრი ჩანაცვლება.
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მოწმობს სინგლონის საღეჭი ტაბლეტებით თანმხლები მკურნალობისას პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის დაკლების შესაძლებლობას.
იშვიათ შემთხვევებში პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ბრონქული სპაზმის სამკურნალო პრეპარატებს სინგლონის საღეჭი ტაბლეტების ჩათვლით, შეიძლება განუვითარდეთ სისტემური ეოზინოფილია, რომელსაც შეიძლება თან ერთვოდეს ვასკულიტისა და ჩარგა-სტრაუსის სინდრომის კლინიკური გამოვლინება, ამ შემთხვევაში იყენებენ სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს. ასეთი შემთხვევები ჩვეულებრივ, მაგრამ არა ყოველთვის, დაკავშირებულია პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებასთან ან მოხსნასთან. არ შეიძლება არც გამორიცხვა და არც დადასტურება იმისა, რომ ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონიტების მიღება შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩარგა-სტრაუსის სინდრომის განვითარებასთან. ექიმები უნდა ინფორმირებული იყვნენ მათ პაციენტებში ეოზინოფილიის, ვასკულიტური გამონაყარის, ფილტვის სიმპტომების ზრდის, გულის მხროვ გართულებებისა და/ან ნეიტროპენიის განვითარების შესაძლებლობის შესახებ. პაციენტებმა, რომელთაც განუვითარდათ ზემოჩამოთვლილი სიმპტომები, უნდა გაიარონ ხელახალი გამოკვლევა, და მათი მკურნალობის რეჟიმი უნდა გადაიხედოს.
სინგლონის მიღება არ მოქმედებს ასპირინის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების აუცილებლობაზე ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში ასპირინისადმი მომატებული მგრძნობელობით.
პაციენტები ისეთი იშვიათი მემკვიდრული დარღვევებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზის უკმარისობა და გლუკოზის/გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, ამ პრეპარატს არ უნდა იღებდნენ.
სავარაუდოა, რომ სინგლონი არ მოქმედებს პაციენტების უნარზე მართონ ავტომანქანა და სხვა მექანიზმები. მაგრამ საჭიროა სიფრთხილის დაცვა, იმდენად, რამდენადაც მკურნალობისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში პაციენტებს აღენიშნებოდათ ძილიანობა.

შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში +15°C- +25°C ტემპერატურაზე სინათლისგან და ნესტისგან ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი. არ შეიძლება გამოყენება შეფუთვის მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 10მგ ტაბლეტი N14

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook