სინესტროლი – SYNESTROL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ჰექსესტროლი/HEXESTROL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ესტროგენის ანალოგი – არასტეროიდული სტრუქტურის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ზეთოვანი საინექცო ხსნარი 2%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ.
ჰექსესტროლი……. 20 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ესტროგენი. ესტროგენული აქტიობით ესტრონის თანაბარმნიშვნელობისაა (ბუნებრივი ფოლიკულარული ჰორმონი, აუცილებელი ქალის ორგანიზმის ნორმალური განვითარებისათვის). ყვითელი სხეულის ჰორმონთან ერთად ფოლიკულარული ჰორმონი მონაწილეობს მენსტრუალური ციკლის რეგულაციაში. ესტროგენები მოქმედებს რა სპეციფიკურ რეცეპტორებთან, გავლენას ახდენს სამიზნე ორგანოებზე. მათი გავლენით საშვილოსნოს არხებში, საშვილოსნოს ყელში, საშოში, გარეთა სასქესო ორგანოებზე, სარძევე ჯირკვლების გამომტან სადინარებზე ხდება ეპითელის პროლიფერაცია. ამაღლებენ საშვილოსნოს კუნთებისა და საშვილოსნოს მილების მგრძნობელობას მათი მოტორიკის ამგზნებ სამკურნალო საშუალებებზე.  ახდენს ჰიპოლიპიდემიურ მოქმედებას, სისხლში მატულობს ალფა–ლიპოპროტეინების რაოდენობა და მგრძნობელობა ინსულინის მოქმედების მიმართ, აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას. დიდ დოზებში ესტროგენები იწვევს ორგანიზმში წყლისა და Na+–ის შეკავებას, ამუხრჭებენ ერთროპოეზს. დიდ დოზებში ამუხრუჭებს, ხოლო მცირეში – ააქტივებს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას.
ჰექსესტროლი ქალებში ამსუბუქებს პათოლოგიურად მიმდინარე კლიმაქსს, წინააღმდეგობას ქმნის პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის განვითარებისათვის, იცავს ზოგადი მოშლილობისგან, რომელიც ქალის ორგანიზმში წარმოიშობა საკვერცხეების ჰიპოფუნქციის ფონზე გინეკოლოგიური ოპერაციის შემდეგ.

ჩვენებები:
საკვერცხეების ჰიპოფუნქცია (ამენორეა, ჰიპომენორეა, ოლიგომენორეა, დისმენორეა), უნაყოფობა, ვაგინიტი (გოგონებში და ხანდაზმულებში), სასქესო ორგანოების ჰიპოპლაზია, სქესობრივი ინფანტილიზმი, მეორადი ესტროგენული უკმარისობა, პოსტკასტრაციული და კლიმაქტერული მოშლილობა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, ქალებში ვირილური ჰიპერტრიხოზი;
ლაქტაციის დათრგუნვის აუცილებლობა. სარძევე ჯირკვლების კიბო, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, წინამდებარე ჯირკვლის კიბო (კომპლექსიურ თერაპიაში – ქირურგიული მკურნალობა, სხივური დაავადება) – 2% ხსნარი.

მიღების წესი და დოზირება:
სასქეო ორგანოების ჰიპოპლაზიისას, თანდაყოლილი ამენორეის დროს და მკვეთრად განუვითარებელ საშვილოსნოს დროს შეყავთ კუნთში 1–2 მგ ან ინიშნება შიგნით მისაღებად 2მგ 1–2–ჯერ დღეში 4–6 კვირის განმავლობაში და მეტი. ეფექტის შემდეგ პროგესტერონი 5მგ დღეში კუნთში ან პრეგნინი (10მგ 3–ჯერ დღეში შიგნით) 6–8 დღის მანძილზე. აუცილებლობის დროს ჰორმონოთერაპიის კურსს იმეორებენ. მეორადი ამენორეის დროს ინიშნება 1–2 მგ დღეში 15–20 დღის მანძილზე, შემდგომი 6–8 დღის მანძილზე პროგესტერონი ან პრეგნინი მითითებული დოზით. ჰიპო–, ოლიგოამენორეის დროს – კუნთში ან შიგნით 1მგ ყოველ დღე ან დღე გამოშვებით მენსტრუაციათა შორის პირველ პერიოდში; უნაყოფობისას საშვილოსნოს განუვითარებლობის მიზეზით – 1მგ კუნთში ან 1–2მგ შიგნით მენსტრუაციის შემდეგ პირველი 7–8 დღე;
კლიმაქტერული მოშლილობისას – შიგნით 0.5–1მგ. მშობიარობის შემდეგ ლაქტაციის შესამცირებლად ინიშნება შიგნით 1მგ 2–ჯერ დღეში ან კუნთში 1მლ 0.1% ხსნარი 1–ჯერ დღეში 2დღის მანძილზე; ლაქტაციის სრული დათრგუნვისათვის – 2–3 მგ დღეში 1მლ 0.1% ხსნარი 2–ჯერ დღეში 5–7 დღის მანძილზე.
სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს 60 წელზე მეტი ასაკის ქალებში კუნთში შეყავთ ყოველდღიურად 2% ხსნარი, დაწყებული 20მგ/დღ, შემდეგ დღეღამურ დოზას ზრდიან თანდათანობით 100მგ–მდე; ირჩვენ ოპტიმალურ დოზას, რომელიც შეყავთ ხანგრძლივი დროის მანძილზე.
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიისას – ყოველდღიურად 40 მგ კუნთში 30 დღის მანძილზე; წლის მანძილზე ატარებენ კიდევ 2–3 კურსს 20 დღიანს 2–3 თვიანი ინტერვალით.
წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნისას – ყოველდღიურდ 60–80მგ კუნთში 2 თვის მანძილზე, შემდეგ 10–20 მგ დღეში, კუნთში ან შიგნით. საერთო დოზა და მკურნალობის ხანგრძლიობა დამოკიდებულია წინამდებარე ჯირკვლის ცვლილების ხარისხზე, მეტასტაზების არსებობაზე ან არარსებობაზე, ფემინიზაციის ხარისხზე და საერთო მდგომარეობაზე.
მოზრდილებში მაქსიმალური დოზა: კუნთში – ერთჯერადი 2მგ (2მლ 0.1%ხსნარი); დღეღამური – 3 მგ. ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ მაქსიმალური  ერთჯერადი დოზა – 60მგ (3მლ 2% ხსნარი); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 100მგ (5მლ 2% ხსნარი)

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა, ესტროგენდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნე ან ეჭვი მასზე, უჩვეულო ან არადიაგნოსტირებული გენიტალური ან საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, თრომბოფლებიტი ან თრომბოემბოლიური დაავადება აქტიურ ფაზაში (გამონაკლისია სარძევე ჯირკვლისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მკურნალობა).

სიფრთხილით: თრომბოფლებიტი, თრომბოზი ან თრომბოემბოლია (ესტროგენების მიღების ფონზე ანამნეზში);
ოჯახური ჰიპერლიპიპროტეინემია, პანკრეატიტი, ენდომეტრიოზი,  ანამნეზში ნაღვლის ბუშტის დაავადება (განსაკუთრებით ქოლელითიაზი), ღვიძლის მძიმე უკმარისობა, სიყვითლე (მათ შორის ანამნეზში), ღვიძლის პორფირია, ლეიომიომა, ჰიპერკალციემია, ასოცირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს ძვლოვან მეტასტაზებთან. კორონარული ან ცერებრალური სისხლძარღვების დაავადება, აქტიური თრომბოფლებიტი ან თრომბოემბოლიური დაავადება (სამკურნალოდ გამოყენებული ესტროგენების მაღალი დოზები ამაღლებენ მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს, ფილტვის სისხლძარღვების თრომბოემბოლიას, თრომბოფლებიტს).

გვერდითი მოქმედება:
ქალებში: მტკივნეულობა, მგრძნობელობის მომატება და ზომაში გაზრდა სარძევე ჯირკვლებისა, ამენორეა, სისხლისდენა, მენორაგია, მენსტრუაციათა შორის საშოდან „წებოვანი“ გამონადენი, სარძევე ჯირკვლების სიმსივნე, ლიბიდოს მომატება.
მამაკაცებში: სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და მგრძნობელობის მომატება, გინეკომასტია, ლიბიდოს დაქვეითება. პერიფერიული შეშუპებები,ნაღვლის ბუშტის ობსტრუქცია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი. ნაწლავური ან ნაღვლის ბუშტის ჭვალი, მეტეორიზმი, ანორექსია, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (მათ შორის შაკიკი), თვალის ლინზების აუტანლობა, ღებინება (უფრო ხშირად ცენტრალური გენეზის, უფრო ხშირად დიდი დოზების დანიშვნისას). წინამდებარე ჯირკვლისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის დროს (დამატებით): თრომბოემბოლია, თრომბოზი.

ურთიერთქმედება:
ანტიესტროგენული სამკურნალო საშუალებები (კლომიფენი და სხვა), უნაყოფობის სამკურნალოდ, შეუძლიათ ესტროგენული რეცეპტორების ბლოკირება და ესტროგენების მოქმედების დასუსტება. ფოლიუმის მჟავა და ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატები აძლიერებენ ჰექსესტროლის მოქმედებას. ჰექსესტროლი ამაღლებს ჰიპოლიპიდემიური და ანტიარითმული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას; ასუსტებს მამაკაცის სასქესო ჰორმონების, დიურეტიკების და ანტიკოაგულანტების ეფექტს.

მწარმოებელი: BIOPHARM

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook