სობიკორი / Sobycor

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბისოპროლოლი/bisoprolol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები

1. რას წარმოადგენს სობიკორი და რისთვის გამოიყენება?
აქტიური ნივთიერება არის ბისოპროლოლი. ბისოპროლოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან მონოამინოოქსიდაზას ბეტა-ბლოკატორებად. ეს პრეპარატები მოქმედებენ ზოგიერთ ნერვულ იმპულსებზე ორგანიზმის რეაქციაზე ზეგავლენის გზით, განსაკუთრებით კი გულზე. ამგვარად ბისოპროლოლი ანელებს გულისცემას და შედეგად იზრდება გულში სისხლის გადაქაჩვის ეფექტურობა, ამავდროულად მცირდება გულში სისხლითა და ჟანგბადით მოთხოვნილების საჭიროება. გულის უკმარისობა ვლინდება გულის კუნთის სისუსტისას, როდესაც გულს არ შეუძლია ორგანიზმის საკმარისი სისხლით მომარაგება.

მედიკამენტი სობიკორი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
•           სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ (ჰიპერტონია).
•           სტენოკარდიის სამკურნალოდ.
•           გულის ქრონიკული სტაბილური უკმარისობის სამკურნალოდ.
ასეთ შემთხვევებში ეს პრეპარატი გამოიყენება სხვა გულის სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში (როგორიცაა, აგფ-ბლოკატორები, დიურეზულები და საგულე გლიკოზიდურები).

2. ინფორმაცია სობიკორის გამოყენებამდე
არ შეიძლება სობიკორი გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
•           ალერგია აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. პუნქტში 6.).
•           ასთმის რთული ფორმა ან ფილტვების რთული ქრონიკული დაავადება.
•           კიდურებში სისხლის მიმოქცევის სერიოზული პრობლემები (მაგ., რეინოს სინდრომი), რაც შესაძლოა გამოვლინდეს ხელ-ფეხზე ჩხვლეტის შეგრძნებით, სიფერმკრთალით ან სილურჯეებით.
•           თუ მკურნალობთ ფეოქრომოციტომას (თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი დაავადება).
•           მეტაბოლური აციდოზი (სისხლში მჟავიანობის მომატება).
არ შეიძლება სობიკორის გამოყენება, თუ აღინიშნება გულის შემდეგი დაავადებები:
•           გულის მწვავე უკმარისობა
•           გულის უკმარისობის გაუარესება, რომლის დროსაც გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან გულის კუმშვას,
•           სისხლის დაბალი წნევა
•           ზოგიერთი გულის დარღვევები, როგორიცაა პულსის შენელება ან არარეგულარული გულისცემა, მაგრამ არ გამოიყენება კარდიოსტიმულატორი.
•           კარდიოგენური შოკი (გულის მწვავე დაავადება დაბალი სისხლის წნევით და სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები
სობიკორის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღინიშნება შემდეგი პრობლემები. შესაძლოა საჭირო გახდეს განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღება (მაგ., ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დამატებითი მედიკამენტი ან ჩაატაროს ხშირი გამოკვლევები):
•           დიაბეტი,
•           მკაცრი დიეტა
•           გულის გარკვეული დაავადებები, როგორიცაა გულის რითმის დარღვევა ან მკერდის არეში ტკივილები (პრინცმეტალის სტენოკარდია)
•           თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები
•           კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევები
•           ასთმა ან ფილტვების ქრონიკული დაავადებები
•           ფსორიაზი (კანის აქერცვლა) სახეზე,
•           თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა)
•           ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
•           ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა I ხარისხის (მდგომარეობა, რომლის დროსაც აღინიშნება გულზე ნერვული ინპულსების გადაცემის დარღვევა ან არარეგულარული გულისცემა).
ასევე აცნობეთ ექიმს:
•           თუ იტარებთ მადესენსიბილიზირებელ თერაპიას (ალერგიის სამკურნალოდ), რადგან სობიკორი ზრდის ალერგიული რეაქციების გამოვლენის და გართულების რისკს.

•           თუ გესაჭიროებათ ანესთეზია (მაგ,. ქირურგიული ჩარევისას), რადგან სობიკორმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ორგანიზმის რეაქციაზე.

სხვა მედიკამენტების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი ან აპირებთ რაიმეს მიღებას.
შემდეგ მედიკამენტებთან ერთად არ შეიძლება სობიკორის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ექიმის სპეციალური დანიშნულება:
•           ზოგიერთი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულისცემის დარღვევის სამკურნალოდ ან არარეგულარული გულისცემის დროს (I კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, როგორიცაა ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი);
•           ზოგიერთი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ, სტენოკარდიისას ან არარეგულარული გულისცემის დროს (კალციუმის არხების ბლოკატორების ინჰიბიტორები, როგორიცაა ვერაპამილი და დილთიაზემი)
•           ზოგიერთი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ, როგორიცაა კლონიდინი, მეთილდოპი, მოქსონოდინი, რილმენიდინი.
თუმცა ამ მედიკამენტების მიღების შეწყვეტა არ შეიძლება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

მიმართეთ ექიმს კონსულტაცისიათვის შემდეგი მედიკამენტების გამოყენებისას სობიკორთან ერთად, შესაძლოა საჭირო გახდეს მდგომარეობის ხშირი კონტროლი:
•           ზოგიერთი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის, სტენოკარდიის და არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (დიჰიდროპირიდინის სახის კალციუმის არხების ბლოკატორების ინჰიბიტრები, როგორიცაა ნიფედიპინი, ფელოდიპინი და ამლოდიპინი),
•           ზოგიერთი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისცემის დარღვევის ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა ამიოდარონი)
•           ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ბლოკატორები (მაგ., ტიმოლოლის თვალის წვეთები გლაუკომის სამკურნალოდ).
•           ზოგიერთი მედიკამენტები, როგორიცაა მაგ., ალცჰაიმერის დაავადების და გლაუკომის სამკურნალო საშუალებები (პარასიმპატომიმეზურები, როგორიცაა იზოპრენალინი და დობუტამინი).
•           დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ინსულინი
•           საანესთეზიო საშუალებები (მაგ., ქირურგიული ჩარევისას)
•           საგულე გლიკოზიდურები, რომლებიც გამოიყენება გულის ფუნქციის გაჩერებისას.
•           ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ართრიტის, ტკივილის ან ანთების სამკურნალოდ (მაგ., იბუპროფენი ან დიკლოფენაკი)
•           ზოგიერთი სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა შეამცირონ სისხლის წნევა ან გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ჰიპოთენზია, ზოგიერთი დეპრეიის სამკურნალო პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა იმიპრამინე ან ამიტრიპტილინი), რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ ან ანესთეზიურები (ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტალი) ან ზოგიერთი ფსიქიური დაავადების სამკურნალო საშUალებები, რომლებთაც ახასიათებთ რეალობასთან კონტაქტის დაკარგვა (ფენოთიაზინები, როგორიცაა ლევომეპრომაზინი).
•           მოფლოქინი, რომელიც გამოიყენება მალარიის პროფილაქტინის და მკურნალობისათვის.
•           მედიკაენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, როგორიცაა მონოამინოოქსიდაზა (მაო ბლოკატორების გარდა), მაგ., მოკლობემიდი.
•           მოქსიზილიტი, რომელიც გამოიყენება სისხლის მიმოქცევის დარღვევისათვის, როგორიცაა რეინოს სინდრომი.

ორსულობა და ლაქტაცია
სობიკორის გამოყენებამ ორსულობის დროს შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფზე საზიანო ზეგავლენა. თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ექიმი განსაზღვრავს საჭოროა თუ არა სობიკორის გამოყენება ორსულობის დროს.
არ არის ცნობილი გადადის თუ არა ბისოპროლოლი დედის რძეში, ამიტომ სობიკორის გამოყენებისას უნდა შეწყდეს მკურნალობა.
ბავშვები და მოზარდები
სობიკორის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ეს ზეგავლენა დამოკიდებულია პაციენტის ამტანობაზე. ზეგავლენა ვლინდება განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზირების მომატებისას ან მედიკამენტის შეცვლისას, ასევე ალკოჰოლის გამოყენებისას.

3. სობიკორის გამოყენების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები უნდა მიიღოთ დილით წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან კვებისაგან დამოუკიდებლად. არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა ან დანაწილება. სობიკორით მკურნალობის დროს საჭიროა ექიმის რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზირების გაზრდისას და მკურნალობის შეწყვეტისას.
სობიკორით მკურნალობა, როგორც წესი წარმოადგენს ხანგრძლივ მკურნალობას.
ჰიპერთენზია და სტენოკარდია
უფროსები და ხანდაზმული პაციენტები
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 10 მგ ბისოპროლოლს.
მკურნალობის პასუხის შესაბამისად ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზა 5 მგ –მდე ან გაზარდოს 20 მგ-მდე. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 20 მგ-ს.

გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობა
უფროსები და ხანდაზმული პაციენტები
ბისოპროლოლით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზირებით და დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან.
ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დოზის გაზრდის შესახებ.
როგორც, წესი დოზირება მიიღება შემდეგი თანმიმდევრობით:
•           1,25 მგ ბისოპროლოლი დღეში ერთჯერ ერთი კვირის განმავლობაში.
•           2,5  მგ ბისოპროლოლი დღეში ერთჯერ ერთი კვირის განმავლობაში.
•           3,75 მგ ბისოპროლოლი დღეში ერთჯერ ერთი კვირის განმავლობაში.
•           5 მგ ბისოპროლოლი დღეში ერთჯერ ოთხი კვირის განმავლობაში.
•           7,5 მგ ბისოპროლოლი დღეში ერთჯერ ოთხი კვირის განმავლობაში.
•           10 მგ ბისოპროლოლი დღეში ერთჯერ შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით.
მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 10 მგ ბისოპროლოლს. მკურნალობის პასუხის და ორგანიზმის ამტანობის მიხედვით ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის და დოზირების გაზრდის შესახებ. თუ აღინიშნება მდგომარეობის გაუარესება ან აღინიშნება პრეპარატის მიმართ აუტანლობა, მაშინ უნდა მოხდეს დოზირების შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. ზოგიერთ პაციენტებში შესაძლოა საკმარისი გახდეს 10 მგ ბისოპროლოლზე მცირე დოზირება. ექიმი მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს. მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი გირჩევთ დოზირების თანდათან შემცირებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს მდგომარეობის გართულება.
გამოყენება ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობა არ არის საჭირო დოზირების კორექცია.
პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ თირკმლის რთული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <20 მლ/წთ) და პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ღვიძლის რთული უკმარისობა დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზირების 10 მგ ბისოპროლოლის გადაჭარბება.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
სობიკორის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

თუ მიიღეთ სობიკორის ჭარბი დოზირება
სობიკორის დოზირების გადაჭარბებისას უნდა მიმართოთ ექიმს დაუყონებლივ. ექიმი მიიღებ გადაწყვეტილებას აუცილებელი ზომების მიღების შესახებ. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს გულისცემის და პულსის შენელებას, სუნთქვის გართულებას, თავბრუსხვევას ან კანკალს (სისხლში შაქრის დონის დაცემის გამო).
თუ დაგავიწყდათ სობიკორის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით. განაგრძეთ პრეპარატის მიღება მომდევნო დღეს.
თუ გსურთ სობიკორის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ სობიკორის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს მდგომარეობის გართულება. განსაკუთრებით არ შეიძლება მკურნალობის უეცარი შეწყვეტა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში. თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, მაშინ დოზირება უნდა შეამციროთ თანდათან.
ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
მწვავე გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების მიზნით, თუ აღინიშნება რთული არასასურველი რეაქციები ან გვერდითი ეფექტების სწრაფი გამოვლენა ან აღინიშნება მდგომარეობის გართულება მიმართეთ ექიმს.
ყველაზე რთული არასასურველი ეფექტები გულის მხრივ არის:
•           შენელებული გულისცემა (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 მდე)
•           გულის უკმარისობის გართულება (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 მდე)
•           პულსის შენელება ან არითმია (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 მდე)
თუ აღინიშნება თავბრუსხვევა ან გულყრის შეგრძნება ან სუნთვის პრობლემები დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს.

შემდეგი გვერდითი ეფექტები აღნიშნულია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 მდე):
•           დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
•           სიცივის შეგრძნება ან ხელ-ფეხის დაბუჟება
•           სისხლის დაბალი წნევა
•           კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა ღებინება, გულისრევა, ფაღარათი ან ყაბზობა.
არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 მდე)
•           ძილის დარღვევა
•           დეპრესია
•           თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას
•           სუნთქვის პრობლემები პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ასთმა ან ფილტვების ქრონიკული დაავადება
•           კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი
იშვიათი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1 მდე)
•           სმენის პრობლემები
•           ალერგიული რინიტი
•           ცრემლდენის შემცირება (თვალის სიმშრალე)
•           ღვიძლის ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის ან თვალების სიყვითლე.
•           სისხლის ანალიზის ცვლილებები, რაც მიუთითებს ღვიძლის ან სისხლის დარღვევებზე
•           ალერგიის მსგავსი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, სიწითლე, გამონაყარი
•           ერექციის დარღვევები
•           ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები
•           გულყრა
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10.000 პაციენტიდან 1 მდე)
•           თვალის ტკივილი ან სიწითლე (კონიუქტივიტი).
•           თმისცვენა
•           ფსორიაზის გამოვლენა ან გამწვავება (კანის დაავადება), გამონაყარი, ფსორიაზის მსგავსი მოვლენები.
ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე აცნობეთ ექიმს, თუ აღინიშნება ისეთი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში.

5. სობიკორის შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!
არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება საწყის შეფუთვაში ნესტისაგან და სინათლისაგან დაცვის მიზნით.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტემპერატურაზე შენახვას.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სობიკორი
•           აქტიური ნივთიერება არის ბისოპროლოლის ფუმარატი.

სობიკორი 2,5 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 2,5მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.
სობიკორი 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.
სობიკორი 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.
დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის გლიკოლატის სახამებელი (A ტიპი), პოვიდონი K30, უწყლო კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური და მაგნიუმის სტეარატი (E470ბ) ტაბლეტის შიგთავსში და ჰიპრომელოზა 2910, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172) (მხოლოდ 5 მგ და 10 მგ შემოგარსულ ტაბლეტებში) და წითელი რკინის ოქსიდი (E172) (მხოლოდ 5მგ და 10 მგ შემოგარსულ ტაბლეტებში.

სობიკორის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
სობიკორი 2,5 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრიდან ჩალისფერამდე ფერის, ოვალური ფორმის, ოდნავ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები ერთ მხარეზე გამყოფი ნაზოლით (სიგრძე 8,3-დან 8,7მმ-მდე, სიგანე: 5,5 მმ, სისქე: 3,2-3,7მმ). შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.
სობიკორი 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ღია ყავისფერიდან მოყვითალო ფერამდე, ოვალური, ოდნავ ამობურცული ფორმის ტაბლეტები ერთ მხარეზე გამყოფი ნაზოლით (სიგრძე: 8,3-დან 8,7მმ-მდე, სიგანე: 5,5მმგ, სისქე: 3.2-დან 3.7მმ-მდე). შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა თანაბარ დოზად.
სობიკორი 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ღია მოყავისფეროდან მოყვითალომდე ფერის, მრგვალი, ოდნავ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და ერთ მხარეზე გამყოფი ნაზოლით (დიაბეტრი: 10,0 დან 10,3მმ, სისქე: 3,1-დან 3,5 მმ). ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
საკეცი კოლოფი შეიცავს 10, 20, 28, 30, 50, 56, 60, 84, 90 და 100 შემოგარსულ ტაბლეტს ბლისტერს (ალუ/ალუ-ფოლგა).
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.

წამლის გაცემის წესი მედიკამენტი გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტის საფუძველზე.

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: KRK d.d., Novo mesto, სლოვენია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook