სოლებრინი / Solebrin

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალება

ბუნებრივი ხველის საწინააღმდეგო საშუალება, როგორც მშრალი, ასევე პროდუქტიული ხველის დროს

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა
შემადგენლობა და დოზირება

 

ბავშვების ასაკი

1-3 წელი

(2,5მლ)

ბავშვებისასაკი 3-6

(5მლ)

ბავშვების ასაკი 6-12

(10მლ)

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები (15მლ)
ისლანდიური ხავსის მშრალი ექსტრაქტი 35მგ 70მგ 140მგ 210მგ
ბალბას ალთე მშრალი ექსტრაქტი 25მგ 50მგ 100მგ 150მგ
მრავალძარღვას მშრალი ექსტრაქტი 15მგ 30მგ 60მგ 90მგ
ცვარიანას მშრალი ექსტრაქტი 15მგ 30მგ 60მგ 90მგ
კატისბრჭყალას მშრალი ექსტრაქტი 5მგ 10მგ 20მგ 30მგ
პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი 4მგ 8მგ 16მგ 24მგ

შემადგენლობა
ისლანდიური ხავსის (CetrariaIslandica) მცენარის მშრალი ექსტრაქტი, ბალბას (Althea officinalis) ფესვის მშრალი ექსტრაქტი, მრავალძარღვას (Platago major) ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, ცვარიანას (Drozerarotundifolia) მცენარის მშრალი ექსტრაქტი, კატისბრჭყალას (Uncariafomentosa) მშრალი ექსტრაქტი, პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი, კალიუმის სორბატი და ნატრიუმის ბენზოატი (დამცავი საშუალებები).

გამოყენება
დოზირების გაზომვისთვის გამოიყენეთ საზომი ჭიქა, რომელზეც მონიშნულია მოცულობა. 1-3 წლის ბავშვები-2,5მლ დღეში ერთხელ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 3-6 წლის ბავშვებში რეკომენდებულია დღეში 5მლ-ს გამოყენება, 6-12 წლის ბავშვებში დღეში ერთხელ 10მლ-ს გამოყენება, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში – დღეში ერთხელ 15მლ-ს გამოყენება.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ!

გამოყენების შეზღუდვა:
მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
ორსულობის და ლაქტაციისპერიოდი-მხოლოდექიმთანკონსულტაციისშემდეგ.

გაფრთხილებები
საკვები დანამატი არგამოიყენოთ საკვები დანამატი დაბალანსებული დიეტის ჩანაცვლებისთვის
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს დამცავ საშუალებებს.

შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა  2 წელი.
გამოშვების ფორმა: 100მლ სიროფი ფლაკონი #1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Solepharm Pharmaceuticals, ლატვია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook