სოლიდაგო კომპოზიტუმი სნ – SOLIDAGO COMPOSITUM SN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: შარდ-სასქესო ორგანოების დაავადების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.
100 მლ

Solidago D3 ………………………………… 1 მლ
Berberis D4 ………………………………… 1 მლ
Vesica urinaria suis D8 …………………… 1 მლ
Pyelon suis D10 …………………………… 1 მლ
Ureter suis D10 ……………………………. 1 მლ
Urethra suis D10 ………………………….. 1 მლ
Terebinthina D6 …………………………… 1 მლ
Hydrargyrum bichloratum D8 ……………. 1 მლ
Acidum arsenicosum D28 ……………….. 1 მლ
Cuprum sulfuricum D6 …………………… 1 მლ
Bucco D8 ……………………………………. 1 მლ
Hepar sulfuris D10 ………………………… 1 მლ
Capsicum D6 ………………………………. 1 მლ
Orthosiphon stamineus D6 ………………. 1 მლ
Equisetum hiemale D4 …………………… 1 მლ
Pareira brava D6 …………………………… 1 მლ
Cantharis D6 ……………………………….. 1 მლ
Apisinum D8 ……………………………….. 1 მლ
Baptisia D4 …………………………………. 1 მლ
Natrium pyruvicum10 ……………………… 1 მლ
Pyogenium D198 ………………………….. 1 მლ
Sarsaparilla D6 …………………………….. 1 მლ
Colibacillinum D13 ………………………… 1 მლ
Coxcackie-Virus A9 D8 ……………………. 1 მლ
Argentum nitricum D6 …………………….. 1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:
იმუნური მექანიზმის გასააქტივებლად თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, ცისტიტი, ცისტოპიელიტი, ნეფროლითიაზი, ჰიდრონეფროზი, ღამის ენურეზი, შარდის შეუკავებლობა პროსტატის ადენომის პირველი სტადია, შარდსადინარის შევიწროვება, ნეფროზი, ნეფროსკლეროზი, ჰიპერტონია, გლომერულონეფრიტი, თირკმლის გამომყოფი ფუნქციის სტიმულაცია;
ჰიპერჰიდროზის, ფეხის ტერფის ოფლიანობის;
ეგზემის დროს. აგრეთვე,
როგორც დამხმარე თერაპია, ღვიძლის დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
მწვავე მდგომარეობის დროს ყოველდღე Traumeel S და Echinacea compositum S-თან ერთად;
ჩვეულებრივ – 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კუნთებში, ვენაში.

გვერდითი მოვლენები:
ჭარბი ნერწყვდენის დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები: არ გააჩნია.

სხვა პრეპარატებთან ურთიეთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook