Raoultella planticola

Raoultella planticola
(ლათ.) – ენტერობაქტერიების ოჯახის ბაქტერიული სახეობა. Raoultella-ს გვარის ტიპური წარმომადგენელი. ტიპური შტამებია: V-236 = ATCC 33531= CCUG 15718 = CDC 4245-72 = CIP 100751 = DSM 3069 = IFO 14939 = JCM 7251 = NCTC 12998. გრამუარყოფითი, ფაკულტატური ანაერობი. ჩხირისებრი უჯრედების მქონე. წარმოქმნის კაფსულას, რომლის საშუალებითაც  დიდხან უძლებს გარემოს მავნე ფაქტორებს. Raoultella planticola  წარმოადგენს კლებსიელოზის ერთ-ერთ აღმძვრელს, რომელიც აზიანებს ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ხშირად მწვავე გასტროენტერიტის სახით. ასევე აზიანებს სხვა ორგანოებს სეფსისის განვითარებამდე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.