სოლსიტ მაქსი-8 / SOLSIT MAXI-8

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

შემადგენლობა
სოლსიტ მაქსის 1 კაფსულა შეიცავს 8 მილიარდ ბაქტერიას და ინულინს.
Bifidobacterium bifidum – 1,0*109
Lactobacillus acidophilus – 1,0*109
Lactobacillus casei – 1,0*109
Lactobacillus plantarum – 1,0*109
Lactobacillus rhamnosus – 1,0*109
EnterºCºCcus faecium – 1,0*109
Streptococcus thermophilus – 1,0*109
Bifidobacterium longum – 1,0*109
ინულინი – 383 mg
15 კაფსულა ფლაკონში;

ჩვენებები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბიოზის (მიკროფლორის ბალანსის დარღვევა) მკურნალობა და პროფილაქტიკა;
მალდიგესტიით და დისპეფსიით განპირობებული სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა);
მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია (შიგელოზი, სალმონელოზი, სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი, როტავირუსული ინფექცია და სხვ.);
შიდსთან ასოცირებული დიარეა;
Clostridium difficcile – თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი;
გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების კომპლექსური თერაპია (ქრ. ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი, დუოდენიტი, გასტრიტის, კრონის, უიპლის დაავადება და სხვ.);
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
ქრონიკული ატროფიული გასტრო-ენტერიტი;
ლაქტულოზას აუტანლობა;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აღდგენითი თერაპია ანტიბიოტიკებით, სულფანილამიდებით მკურნალობის, სხივური, ჰორომონო- და ქიმიოთერაპიის შემდგომ;
ბავშვებში – ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა, დღენაკლულობა, ხელოვნური კვება;
კვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობასთან და სხვა მიზეზებთან დაკავშირებული ნაწლავების ტრანზიტორული დისფუნქციის (დიარეა, ყაბზობა) მკურნალობა;
კვებითი ტოქსიკოინფექცია;
ზონდით ხანგრძლივი კვებით გამოწვეული დიარეა;
მიკროფლორის სტაბილიზება ექსტრემალურ პირობებში მომუშავეთათვის (მეშახტე, მყვინთავი, კოსმონავტი და სხვ.);
იმუნიტეტისა და დაავადების მიმართ ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის დაქვეითება (ქრონიკული დაღლილობის სინდრომი);
ატოპიური დერმატიტი და სხვა ალრგიული გამოვლინებები;

მიღების წესები და დოზები
სოლსიტ მაქსი მიიღება შიგნით, ჭამის დროს მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით;
3 წლამდე ასაკის ბავშვებისა და იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა უნდა გაიხსნას და მისი შიგთავსი განზავდეს მცირე რაოდენობის სითხეში;
3 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში 1-ჯერ;
3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ;
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზემოთ: 1 კაფსულა დღეში 2-3-ჯერ;
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე;

გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის;

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

ორსულობა და ლაქტაცია
სოლსიტ მაქსის გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შეიძლება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით;

ჭარბი დოზირება
სოლსიტ მაქსით ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის;

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბნელ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე;

გამოშვების ფორმა: კაფსულა ფლაკონში #15

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Hankintatukku Oy, ფინეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook