სონაპაქსი – SONAPAX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): თიორიდაზინი/THIORIDAZINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნეიროლეპტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე:
შეფუთვაში 60 ც.
1 დრაჟე
თიორიდაზინის ჰიდროქლორიდი…………   10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, ჟელატინი, სტეარინული მჟავა, ტალკი, სახაროზა.
დრაჟე:
შეფუთვაში 60 ც.
1 დრაჟე
თიორიდაზინის ჰიდროქლორიდი…………   25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, შაქარი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი მიეკუთვნება ნეიროლეფსიური საშუალებების ჯგუფს.
იგი ავლენს ანტიფსიქოზურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას;
სუსტად თრგუნავს ფსიქომოტორულ აგზნებას, ხსნის ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობას და შიშს, აგრეთვე
სუსტად მოქმედებს დეპრესიულ მდგომარეობაზე.
პრეპარატი, მცირე დოზებით გამოყენებისას, ავლენს დამამშვიდებელ მოქმედებას, მისი გამოყენება შესაძლებელია ნევროზული დაძაბულობის დროს, ვინაიდან იგი არ იწვეს შეჩვევის სინდრომს.
პრეპარატი სრულად და სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 2-4 სთ-ის შემდეგ.

ჩვენებები:
მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია;
ენდოგენური დეპრესია;
პარანოიდული სინდრომი;
ეგზოგენური ფსიქოზი;
ჰალუცინაციები, ტიკი, ფსიქომოტორული აგზნების მდგომარეობა;
შიშით მიმდინარე ნევროზი;
ბავშვთა ფსიქიატრიაში მომატებული ფსიქომოტორული აქტივობით მიმდინარე ქცევის დარღვევები;
ალკოჰოლიზმის, ტოქსიკომანიისა და აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* მწვავე დეპრესიული და კომატოზური მდგომარეობა;
* გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის დარღვევა (ჰიპოტონია, ჰიპერტენზია) მიასთენია.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ 4 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
◄ პრეპარატით მკურნალობისას თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან.
◄ მკურნალობის გახანგრძლივების შემთხვევაში პერიოდულად საჭიროა პერიფერიულ სისხლის მიმოქცევის მორფოლოგიური კონტროლი. ვინაიდან შესაძლებელია ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დარღვევა.
◄ პრეპარატის გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალებებისა და იმ სამუშოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას დაუშვებელია.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– სონაპაქსისა და იმ პრეპარატების, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს, აგრეთვე საანესთეზიო საშუალებების, გუანედინისა და რეზერპინის კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
– ამიტრიპტილინის ან ანტიჰისტამინური საშუალებებისა და სონაპაქსის ერთდროული გამოყენებისას ვლინდება ანტიქოლინერგული მოქმედება.
– ამფეტამინი და ფენოთიაზინის წარმოებულები მოქმედებენ ანტაგონისტურად; ლევოდოპას მოქმედება შეიძლება შეამცირონ ფენოთიზადინის წარმოებულებმა.
– ანტიდიაბეტური და ფენოთიაზინის წარმოებულების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ღვიძლის დაზიანების შესაძლებლობა.
პრეპარატისა და ადრენალინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია გაძლიერდეს ჰიპოტონიური ეფექტი.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, დოზა დგინდება ექიმის მიერ.

მოზრდილებში ჰალუცინაციების დროს პრეპარატი ჩვეულებრივ მიიღება დოზით 25-75 მგ დღეში, მას ზრდიან ოპტიმალურ თერაპიულ დოზამდე – 300-600 მგ 3-4-ჯერ დღეში.

ნევროზის სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება დოზით დღეში 10-75 მგ.
4-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება დოზით 20-100 მგ 2-3-ჯერ დღეში.
10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში – 30-300 მგ დღეში 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები მიმდინარეობს მსუბუქად, რომლებიც დროებით ხასიათს ატარებენ.
შესაძლებელია
_ დაღლილობა, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, მხედველობის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეშუპება, ჰიპოტონია.
მამაკაცებში პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს იმპოტენცია.
ძალიან იშვიათად აღინიშნება – კანისა და საერთო ალერგიული რეაქციები, ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე.
იშვიათად აღინიშნება მოძრაობის შენელების სინდრომი და კუნთების ტონუსის მომატება.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

მწარმოებელი: PAHARMACEUTICAL COMPANI

გაფრთხილება

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..