Streptococcus mutans

Streptococcus mutans (ლათ.) –
გრამდადებითი, სტრეპტოკოკების გვარის ბაქტერია. ფაკულტატური ანაერობი. მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კარიესის განვითრებაში. ბაქტერიის გადაცემა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ჭურჭელით. Streptococcus sobrinus, Streptococcus mutans-ი ასრულებს მთავარ როლს კბილების ემალის დაშლაში, საქაროზა გადაჰყავს რძემჟავაში. პირის ღრუში მჟავე არე, მონაწილეობს მაღალ მინერალიზებული კბილების ემალის განლევაში და შედეგად ადვილად ზიანდება. S. mutans არის იმ რამდენიმე მიკროორგანიზმთაგან ერთ-ერთი, რომელიც აღჭურვილია კბილების ზედაპირთან მისამაგრებელი რეცეპტორებით. S. mutans საქაროზას იყენებს, რათა წარმოქმნას, დექსტრანის საფუძველზე წებვადი გარეუჯრედული პოლისაქარიდი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას იძლევა და წარმოიქმნება კბილების ნადები. S. mutans  დექსტრანს წარმოქმნის ფერმენტ დექსტრანსაქარაზას საშუალებით. S. Mutans-ის ზოგიერთი შტამი, პროდუცირებს პროტეაზებს, რომელიც ახდენს ნერწყვში არსებული ანტისხეულების – IgA-ს დეაქტივაციას. ასევე მათ შეუძლიათ ბაქტერიოცინების გამოყოფა, რომლის საშუალებითაც აწარმოებენ არსებობისათვის ბრძოლას. ადამიანის კბილების კარიესის განვითარებაში S. Mutans-ის როლის ზრდა, დაკავშირებულია 10 ათასი წლის უკან, კაცობრიობის მიწათმოქმედების ცივილიზაციის გადასვლასთან. ადამიანის კვების რაციონში მარცვლოვნების სიჭარბემ, რომელიც დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს, შექმნა ბაქტერიისათვის ადამიანის პირის ღრუში, ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები. ბაქტერიების დომინირება მნიშვნელოვნად გაიზრდა, 1850-იანი წლებიდან, როცა საწარმოო რევოლუციის შედეგად, კაცობრიობამ კვების რაციონში რაფირინებული შაქარი დაამატა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.