სორბიფერ® დურულესი® – SORBIFER® DURULES®

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): რკინის სულფატი+ასკორბინის მჟავა/
FERROUS SULFATE; ASCORBIC ACID

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 50 ც.
1 ტაბ.
რკინის სულფატი…………….     320 მგ
მათ შორის რკინა…………..       100 მგ
ასკორბინის მჟავა…………..         60 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
პოვიდონი, პოლიეთილიენის ფხვნილი, კარბომერს 934P, მაგნიუმის სტეარატი, მყარი პარაფინი, ჰიპრომელოზა მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინის სულფატი აღადგენს ორგანიზმში რკინის დეფიციტს. II ვალენტიანი რკინის იონების პროლონგირებული (6 სთ-ის განმავლობაში) გამონთავისუფლება სორბიფერ დურულესის ტაბლეტებიდან ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის იონების კონცენტრაციის არასასურველ მომატებას და მის გამაღიზიანებელ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე. ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს პრეპარატის აბსორბციის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჩვენებები:
რკინადეფიციტური ანემია, რკინის დეფიციტი, პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის დროს და სისხლის დონორებში.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები და მოზარდები:
1 ტაბლეტი დილით და საღამოს.
რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებისათვის, საჭიროებისამებრ, შეიძლება დოზის მომატება 3-4 ტაბლეტამდე დღეში, ორ მიღებაზე (დილით და საღამოს).

ორსულობის დროს:
პროფილაქტიკა: 1 ტაბლეტი დღეში.
სამკურნალო დოზა: 1 ტაბლეტი დილით და საღამოს.
არ შეიძლება ტაბლეტის გაყოფა ან დაღეჭვა. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად და დააყოლოთ არანაკლებ ნახევარი ჭიქა სითხე. არ შეიძლება ტაბლეტების მიცემა ავადმყოფისათვის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჰემოგლობინის ოპტიმალური დონის მიღწევამდე. დეპოს შემდგომი შევსებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება კიდევ 2 თვის განმავლობაში. ინდივიდუალური ხანგრძლივი
თერაპია (მუდმივი ან შესვენებებით) ხშირად ნაჩვენებია ავადმყოფებისთვის რკინის მნიშვნელოვანი რეგულარული დანაკარგით (მაგალითად, უხვი მენსტრუაციის დროს).

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტების სიხშირე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ იზრდება დოზის მომატებასთან ერთად და შეადგენს 7- 20%-ს დოზირებისას 100-400 მგ-მდე დღეში.
ხშირი
(>1/100):
კუჭნაწლავის მხრივ: გულისრევა, ტკივილი მუცელში, ყაბზობა, ფაღარათი.
იშვიათი
(<1/100):
კუჭნაწლავის მხრივ: საყლაპავი მილის წყლულოვანი დაზიანება, საყლაპავი მილის სტენოზი.
კანის
საფარის
მხრივ: გამონაყარი.

უკუჩვენებები:
* საყლაპავი მილის სტენოზი და/ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული ცვლილებები;
* მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი არააქტიური ინგრედიენტის მიმართ;
* ჰემოსიდეროზი;

ორსულობა და ლაქტაცია:
სორბიფერ დურულესის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ რკინის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ბავშვების მოწამვლა.
♦ რკინის პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლის გამუქება.

ტრანსპორტისა და მექანიზმებიმართვა: სორბიფერ დურულესი არ მოქმედებს ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ან ეს გავლენა უმნიშვნელოა.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტკივილი მუცელში, ღებინება და ფაღარათი (ხანდახან სისხლით), გაუწყლოვება, აციდოზი, ძილიანობა და შოკი.
ავადმყოფის მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ უსიმპტომო პერიოდიდან 6-24 საათის შემდეგ სიმპტომები შეიძლება განახლდეს: კოაგულოპათია, გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი (გულის უკმარისობა მიოკარდიუმის დაზიანების გამო), ჰიპერთერმია, ჰიპოგლიკემია, ღვიძლის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა, კუნთების კრუნჩხვები, კომა. შემდგომში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და პილოროსტენოზი; სეპტიცემია, რომელიც გამოწვეულია Iersinia enterºColitica-თი; ნაწლავების პერფორაციის რისკი.
მკურნალობა: ჩვენების შემთხვევაში – მიეცით რძე და გამოიწვიეთ ღებინება (რაც შეიძლება ჩქარა). შემდეგ საჭიროებისამებრ, ავადმყოფს ამოურეცხეთ კუჭი 2გ/ლ კონცენტრაციის დეფეროქსამინით, შემდეგ დეფეროქსამინის 5 გ უნდა გაიხსნას 50-100 მლ წყალში და ეს ხსნარი უნდა დარჩეს კუჭში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ერთდროული გამოყენებისას, სორბიფერ დურულესს შეუძლია შეამციროს ენოქსაცინის, კლოდრონატის, გრეპაფლოქსაცინის, ლევოდოფას, ლევოფლოქსაცინის, მეთილდოფას, პენიცილამინის, ტეტრაციკლინების და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეწოვა.
– პრეპარატ სორბიფერ დურულესის და, ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის კარბონატის შემცველი ანტაციდური პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს რკინის შეწოვა.
– პრეპარტ სორბიფერ დურულესის და ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას შორის საჭიროა მაქსიმალურად შესაძლებელი დროის დაცვა.
– რეკომენდებული დროის მინიმალური ინტერვალი პრეპარატთა მიღებას შორის შეადგენს 2 საათს, გარდა ტეტრაციკლინისა, როდესაც მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 3 საათი.
– სორბიფერ დურულესი არ უნდა დაინიშნოს შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში: ციპროფლოქსაცინი, დოქსიციკლინი, ნორფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

გაფრთხილება

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..