Streptococcus pyogenes

Streptococcus pyogenes  (ლათ.) – სფერული, გრამდადებითი ბაქტერიები. გვარი სტრეპტოკოკები. სახეობა მიეკუთვნება β-ჰემოლიზურ ბაქტერიებს, ჯგუფი А. ადამიანის ორგანიზმში აღნიშნული ბაქტერიის ძირითადი რეზერვუარი არის ხახა, თუმცა ის ასევე ახდენს კანის, სწორი ნაწლავის და საშოს კოლონიზაციას. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება, მაგრამ კანის პათოგენური ფლორის ერთ-ერთი ნაწილია. სტრეპტოკოკები კატალაზა-ნეგატიურებია. იდეალურ პირობებში ინკუბაციური პერიოდი გრძელდება სამი დღე. Streptococcus pyogenes არის ქუნთრუშის და სხვა ინფექციების მიზეზი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.