Streptomyces avermitilis

Streptomyces avermitilis (ლათ.)  – აქტინომიცეტების სახეობა. გვარი Streptomyces. ბაქტერიის სრული გენომის კვლევა დასრულდა 2003 წელს. გენომი წარმოდგენილია ხაზოვანი და არა რგოლოვანი ქრომოსომით, როგორც ეს გვხვდება ბაქტერიების უმრავლესობაში. Streptomyces avermitilis-ის მიცელიარული მასიდან, ღებულობენ ევერმექტინებს, რაც წარმოადგენს ნემატოდების და ფეხსახსრიანების საწინააღმდეგო საშუალებების ძირითად მოქმედ ნივთიერებას, მათ შორის აღსანიშნავია „ფიტოვერმი“, „აქტოფიტი“, ვერტიმეკი“, „აბაკი“, „ზეფირი“ და სხვა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..