Tersicoccus phoenicis

Tersicoccus phoenicis (ლათ.) – Micrococcaceae-ს ოჯახის გრამდადებითი ბაქტერიის სახეობა. სახელწოდება მომდინარეობს NASA-ს კოსმოსური აპარატი ფენიქსიდან, სადაც იყო პირველად აღმოჩენილი. 2014 წლის 23 მაისს სახეობების შემსწავლელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Tersicoccus phoenicis-სი შეიყვანა „ათ ყველაზე შესანიშნავს სახეობათა“ სიაში. ბაქტერია ხასიათდება სტერილიზაციისადმი საოცარი გამძლეობით. მეორედ ეს ბაქტერია აღმოჩენილი იყო, ჰერშელის ობსერვატორიის კოსმოსურ ოთახში, კურუს კოსმოდრომზე (საფრანგეთი). მათ გააჩნიათ თითქმის სფერული ფორმა, დიამეტრი 1მკმ. ბაქტერიები კოკოიდურ ფორმას,  მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე ინარჩუნებენ. მათ ზრდა შეუძლიათ საკვებ არეზე, მცირე რაოდენობის საკვები ნივთიერებების პირობებში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.