ბავშვები და რუჯი

მოზრდილებისგან განსხვავებით ბავშვებს არ შეუძლიათ დაიცვან თავი ულტრაიისფერი სხივებისგან. რუჯი კი არის ორგანიზმის დამცავი რეაქცია დასხივებისგან. ბავშვის ორგანიზმი სუსტად გამოიმუშავებს პიგმენტ მელანინს, რომელიც განაპირობებს რუჯის შეფერილობას. ორგანიზმში დაცვის მექანიზმი სრულად ფორმირდება 3 წლის ასაკისთვის.

თუ გსურთ ბავშვთან ერთად სანაპიროზე დასვენება უმჯობესია თუ გაემგზავრებით 1 თვით. ბავშვის ორგანიზმი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც სტრესს. ამიტომ, პირველი 10 დღე დასჭირდება ადაპტაციას.  ცურვის, სუფთა ჰაერის, ხილის და მზის სხივების გამაჯანსაღებელი ეფექტი მიიღწევა დასვენების მეორე კვირიდან.

იმისათვის, რომ ბავშვი დაბრუნდეს დასვენებული და გაძლიერებული დაიმახსოვრეთ: სანაპიროზე უნდა გაატაროთ დრო დილის 11სთ-მდე და საღამოს 5სთ-ის შემდეგ და ამ დროის განმავლობაშიც კი უნდა გამოიყენოთ დამცავი კრემი.

ზღვის მარილიან წყალში ბანაობის შემდეგ ბავშვს გადაავლეთ სუფთა წყალი, ჩამობანეთ მარილი და გაამშრალეთ. დაიმახსოვრეთ: სველმა ბავშვმა არ უნდა ირბინოს სანაპიროზე. წყლის წვეთები და მარილის კრისტალები ასრულებენ პატარა ლინზების როლს, რომლებიც აძლიერებენ მზის ზემოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა.

გამგზავრების წინ არ დაგავიწყდეთ თურმანიძის მალამოების შეძენა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დამწვარ კანზე სპირტის ან ზეთის შეზელა.

ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც აწუხებთ ნეიროდერმიტი, ატოპიური დერმატიტი და ფსორიაზი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. საკმაოდ სწრაფად უმჯობესდება რაქიტის მქონე ბავშვების მდგომარეობაც. იმისათვის, რომ ორგანიზმში გამომუშავდეს D ვიტამინი, რომლის დეფიციტიცაა ამ დროს, სრულებით საკმარისია ულტრაიისფერი დასხივების ბიოდოზა. ბიოდოზა – იმდენად მცირეა, რომ ასეთი დასხივება არც კი იწვევს გარუჯვას. ამასთანავე, მზისგან დამცავი კრემი არ ეწინააღმდეგება მზის სამკურნალო ეფექტს. კრემის გარდა რადიაციისგან იზავს ტანსაცმელიც. სინთეტიკური ქსოვილი ატარებს ულტრაიისფერი სხივების  20-50%-ს; ნეილონის თეთრი ქსოვილი – 25%-ს, ლურჯი კი 13%-ს; ნატურალური ქსოვილები კი ატარებს არაუმეტეს 1%-სა.  ასევე გაითვალისწინეთ, რომ გამგზავრებამდე ზოგიერთი პრეპარატების მიღებამ შეიძლება გაზარდოს ორგანიზმის მგრძნობელობა მზის მიმართ და მოახდინოს დამწვრობის პროვოცირება (მაგ: სულფადიმეზინი, სულფადიმეთოქსინი).  გადასვლა >> საზაფხულო პოსტები


 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..