ლამაზი ნამზეური

Imageშემოგთავაზებთ რჩევებს რათა მიიღოთ ლამაზი რუჯი დამწვრობის გარეშე

პირველ რიგში დავიწყოთ იმით, თუ როდის უნდა გავიდეთ რუჯის მისაღებად რომ დამწვრობა და კანის სერიოზული დაზიანება თავიდან ავირიდოთ.  მზე დაახლოებით 5-6 საათზე ამოდის , ამიტომაც რაც უფრო ადრე გახვალთ პლიაჟზე მით უკეთესი. არ შეიძლება მზის აბაზანების მიღება 11 საათიდან 17 საათამდე , ამ დროს მზე ზენიტშია და მცირე დროის გატარებაც კი მზეზე შეიძლება დამწვრობით დასრულდეს , ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ მას:)

მზეზე დაწოლამდე 15 წუთით ადრე წაისვით მზისგან დამცავი საშუალება რადგან მას დრო სჭირდება რათა გაუჯდეს კანს და მაქსიმალურად შეასრულოს თავისი დანიშნულება, თუმცა დამცავის ერთჯერადად წასმას აზრი არ აქვს, საჭიროა მისი პერიოდულად განახლება. თუ ცურვის მოყვარული ხართ , ისეთი დამცავი შეიძინეთ რომელიც წყალს კარგად უძლებს, რადგან ყველაზე ძლიერ დამწვრობას ძირითადად წყალში ყოფნის დროს ვიღებთ.

ასევე პლიაჟზე გასვლის წინ აუცილებლად  დაივიწყეთ კოსმეტიკა და პარფიუმერია!

თანაბარი რუჯისთვის წინასწარ საჭიროა კანის პილინგის გაკეთება, ამის გაკეთება სახლის პირობებშიც თავისუფლადაა შესაძლებელი სკრაბის საშუალებით.  გადასვლა >> საზაფხულო პოსტები

წყარო: https://meamasshevdzleb.wordpress.com/2012/07/22/ლამაზი-რუჯი-7-2/


 

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..