Thermus thermophilus

Thermus thermophilus (ლათ.) – გრამუარყოფითი ბაქტერიების სახეობა. ფართოდ გამოიყენება ბიოტექნოლოგიაში, როგორც გენური ინჟინერიის მოდელური ორგანიზმები. ბაქტერია ექსტრემალური თერმოფილია. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა 65 °C-ია. სახეობა იყოფა რამდენიმე შტამად, საიდანაც HB8 და HB27 ხშირად გამოიყენება ლაბორატორიული სამუშაოებისათვის. მათი გენომის ანალიზი გაკეთდა 2004 წლს rTth დნმ-პოლიმერაზა – არის რეკომბინანტული თერმოსტაბილური დნმ-პოლიმერაზა, გამოყოფილი  Thermus thermophilus-დან. ტემპერატურული ოპტიმუმია 70—80 °C. გამოიყენება პოლიმერაზას ჯაჭვურ რეაქციაში (PCR). მანგანუმის იონების თანაობისას ის ავლენს უკუტრანსკრიპციის მიმართ ძლიერად გამოხატულ აქტიურობას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.